LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღესასწაულების შემდეგ სამსახურში გასვლა სტრესს იწვევს

78

ფსიქოლოგების განცხადებით, არ ღირს გრანდიოზული გეგმების დასახვა დღესასწულების შემდეგ, პირველ სამუშაო კვირას, რადგან გაათმაგებული ენერგიით მუშაობის დაწყება აუცილებლად გამოიწვევს სტრესს და დეპრესიას.

არდადეგების შემდეგ მუშაობა ადამიანებს როგორც წესი, ორი მიზეზით უჭირთ –  ან ცუდად დაისვენეს და ვერ მოასწრეს ძალის აღდგენა, ან ძალიან არ უყვართ საკუთარი სამუშაო და რამდენიმე დღით გადაჩვეულებს, ისევ თავიდან უწევთ მასთან შეგუება.

სპეციალისტების განცხადებით, ადამიანის ორგანიზმს გარკვეული პერიოდი სჭირდება, რათა შედარებით მსუბუქი რიტმიდან ისევ ჩვეულ სამუშაო გრაფიკს დაუბრუნდეს. ამიტომ, შვებულების შემდეგ პირველ დღეებში ნუ დაგეგმავთ იმ სერიოზული საკითხების გადაჭრას, რომლეთაც ძალისა და ყურადღების კონცენტრაცია ჭირდება.

ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ დღესასწაულების შემდგომ პერიოდში ადამიანების ემოციონალურ დაძაბულობასაც, რისი მიზეზიც ან დამღლელი და იძულებითი ურთიერთობაა მრავალრიცხოვან ნაცნობებთან ან იმედგაცრუება, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ახალი წლის არახდენილ მოლოდინს. ექსპერტების განცხადებით, არდადეგების შემდეგ, ერთი-ორად მატულობს უმიზეზო კონფლიქტების შემთხვევებიც, რადგან როგორც აღმოჩნდა, ნორმალურ სამუშაო რიტმს ადამიანები, დღესასწაულების შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე კვირაში უბრუნდებიან.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები