LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგი ვერიკო გოჯიაშვილი: „არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ვერა და ვერ ეგუება სხვა ადამიანთა წარმატებას, აღიარებას და დაფასებას…“

573
ვერიკო ჯოჯიაშვილი

ფსიქოლოგი  ვერიკო გოჯიაშვილი აქვეყნებს საინტერესო სტატუსს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უყვარს ადამიანების გარკვეულ კატეგორიას სხვისი წარმატების აღიარება, დაფასება და მიღება:

„არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ვერა და ვერ ეგუება სხვა ადამიანთა წარმატებას, აღიარებას და დაფასებას. რაც არ უნდა კარგი საქმეები გქონდეს სათვალავში, რამეს მაინც მოძებნიან საკრიტიკოდ და გასაქექად. არასდროს გეტყვიან: „ყოჩაღ”, „მომწონს”, „მიხარია”… არასდროს გესარჩლებიან და არც მხარს გიჭერენ.  მათი აგრესია სხვადასხვანაირია, განსხვავებული, ხან ღია, ხან – შეფარული. ღია აგრესიას ასევე ღიად ხვდები, ერევი და ისტუმრებ მოუსავლეთში. აი, დაფარულ, შენიღბულს მხარდაჭერაში, ვითომ გულშემატკივრობაში, დამრიგებლურ ტონში,  სიყვარულსა და იუმორში მეტი გონიერებით უნდა დახვედრა. ის თან გწამლავს, თან ვერ ებრძვი, რადგან ფორმა აქვს ლამაზი და ფერები –  ბრჭყვიალა.

შეფუთულ აგრესიასთან ცოტა რთულადაა საქმე. თუ პირდაპირ უპასუხე, თავად გამოგიყვანენ აგრესორს, შეფარულად პასუხს ისევ მოჰყვება „იუმორი” – ფაქტობრივი ცინიზმი და „სმაილიკ-ემოჯებით” გამშვენებული აგრესია, რაც აუცილებლად იქით მიექანება, რომ თანდათან აგიყოლიონ და აგრესორის იარლიყი თავად აგკიდონ.

და რა არის ამ აგრესიის დაძლევის მეთოდი, საკითხავი სწორედ ეს არის.

გრილი გული!

იგნორი!

გატარება!

შეცოდება!

დიახ, შეცოდება, მას ხომ თავად უჭირს? ყველა აგრესორს აქვს შინაგანად სისუსტის განცდა,  უჭირს წარმატებულის მიღება, უჭირს სხვისი აღიარება და დაფასება. ძალიან უჭირს სხვისი გინივრული და განსხვავებული აზრის მოსმენა ან გატარება. მაშინვე უჩნდება სურვილი ადამიანთა სიიდან ამოშალოს და გააცამტვეროს “მტერი”.

ხშირად გაცლა სჯობს შებმას, ხშირად უპასუხობა მეტად ფასობს…

ხელოვნებაა ეს ყველაფერი, ემოციის და ქცევის ხელვნება!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები