LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ფოტო – ანრი ჯოხაძე და გურანდა გაბუნია საქართველოს პარლამენტში!..

206

ანრი ჯოხაძემ ახლახან გურანდა გაბუნიასთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, მანამდე კიდევ ერთი ფოტო განათავსა „ფეისბუქზე“, სადაც საქართველოს პარლამენტთან დგას.

როგორც ანრიმ გვითხრა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის საახალწლო გადაცემისთვის, ის და გურანდა გაბუნია პარლამენტში გაგზავნეს, სადაც მათ ინტერვიუები აიღეს პარლამენტარებისგან. ჩვენს შეკითხვაზე, რომ ეს ალბათ, ძალიან სახალისო პროცესი იქნებოდა, ანრიმ დადაებითად გვიპასუხა, თუმცა მეტი დეტალი არ გაგვიმხილა.

„დილიდან დავლაშქრე პარლამენტი, მინდა, რომ ყველა პარლამენტარი ერთმანეთში დებივით იყოს“ – ასე უპასუხა ანრი სოფო ნიჟარაძის კითხვას იმასთან დაკავშირებით, როდის მოასწრო ქუთაისში გამგზავრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები