LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიახ, თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს – დავით ჭიჭინაძე

67

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ასე უპასუხა ჭიჭინაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იქნება თუ არა უპრიანი, რომ წულუკიანმა თანამდებობა დატოვოს.

“დიახ, უნდა დატოვოს, ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის პოზიცია ასეთია. ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მაქვს არაერთხელ. დღეს უკვე პრემიერის გადასაწყვეტია,”- განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე  თქმით, თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” შეცდომებს გარედან უფრო კარგად დაინახავს.

“თუკი “ქართულ ოცნებას” აქვს შეცდომები, გარედან უფრო კარგად ხედავს ეგ ქალბატონი და როცა დაკავებული თანამდებობიდან თავისუფალი იქნება, კრიტიკის მეტი საშუალება ექნება,” – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები