LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი პრეზიდენტზე: „უმძიმეს დღეშია.. სურდა, ყოფილიყო ქართული კულტურის დედა, მაგრამ არ გამოუვიდა..“

232
თეა წულუკიანი და სალომე ზურაბიშვილი

„საქართველოს პრეზიდენტი არის უმძიმეს დღეში, ის ასრულებს თავის მანდატს და ხვდება, რომ მისი ეს უფლებამოსილების ვადა იყო წარუმატებელი, ვერ შეძლო ვერც ერთი იმ პროექტის განხორციელება, რომლის სათავეშიც მოისურვა ჩადგომა“, – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს.

როგორც მან  „იმედი LIVE-ის“ ეთერში აღნიშნა, პრეზიდენტი „უმძიმეს დღეშია“.

სალომე ზურაბიშვილი: „ოცნება“ ოცნებობს, რომ მე უცებ გავხდე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი – თვითონ სად იდგნენ 2006-2007 და 2008 წლებში? არცერთი არ მახსოვს არც ქუჩაში, არც ბრძოლაში

„საქართველოს პრეზიდენტი არის უმძიმეს დღეში, ის ასრულებს თავის მანდატს და ხვდება, რომ მისი ეს უფლებამოსილების ვადა იყო წარუმატებელი, ვერ შეძლო ვერც ერთი იმ პროექტის განხორციელება, რომლის სათავეშიც მოისურვა ჩადგომა.

მაგალითისთვის, მას სურდა, ყოფილიყო გამაერთიანებელი, აღმოჩნდა რომ ის გამაერთიანებელი კი არა, ერთმანეთზე პოლიტიკური ძალების წამკიდებლის ფუნქციას უკეთესად ასრულებს;

მას სურდა, ყოფილიყო გარკვეულწილად ქართული კულტურის პატრონი თუ დედა და ეს არ გამოვიდა, იმიტომ რომ ამას სხვა რაღაცები სჭირდება;

სალომე ზურაბიშვილი: არა მგონია, აუცილებელი იყოს კოალიციურ მთავრობაში ჩემი ყოფნა, მე ვარ იქ, სადაც ვარ – მგონი, ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაქვს

მას სურდა, ყოფილიყო გარკვეულწილად პედაგოგი, მასწავლებელი თუ დამრიგებელი და ესეც არ გამოვიდა, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვისურვეთ მისი მოსმენა, არამედ მას არ აღმოაჩნდა უნარი სწორი რჩევების მოცემის;

უკვე დადასტურებულად, შავით თეთრზე წერია სუვერენული საქართველოს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, რომ მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ძლივს გადაურჩა იმპიჩმენტს;

რეალურად, ასეთი რეპუტაციაშელახულია ადამიანი და მას დღეს უბრძანებია, რომ დაასრულებს თავის მანდატს ბროლომდე და არ შეიძლება, რომ ეს ბოლო თვეები არ იყოს მისთვის მძიმე, ბევრი სხვა მიზეზითაც მაგრამ ამ მიზეზებითაც, რაც ჩამოვთვალე.

აღარაფერს ვიტყვი იმ ამორალურ განცხადებაზე, რომელიც იკადრა და გვაკადრა, როდესაც ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე… ასე გრძლად იმიტომ ვსაუბრობ, რომ ვთქვა, რომ მისგან აღარაფერია გასაკვირი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პრეზიდენტმა გუშინ მედიის ნაწილთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მანდატის ამოწურვამდე უფლებამოსილებას შეასრულებს და მისი, როგორც პრეზიდენტის მნიშვნელოვანი როლი პროევროპული ძალების კონსოლიდაციაა.

ასევე, პრეზიდენტის მოსაზრებით, საქართველოს ამ ეტაპზე მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობა სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები