LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი – მსოფლიო ბანკის მიგნებები ემთხვევა ჩვენს ოთხპუნქტიან რეფორმას

23

სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბანკის მიგნებები, პრაქტიკულად, ემთხვევა ჩვენს ოთხპუნქტიან რეფორმას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

ქუმსიშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკთან დღემდე განხორციელებული პროექტები არის ძალიან წარმატებული და შემდგომშიც იგეგმება, რომ ეს პროექტები გაგრძელდეს და გაძლიერდეს.

„რაც არის სასიხარულო, არის ის, რომ მიგნებები, რომელიც მსოფლიო ბანკმა გააკეთა, პრაქტიკულად, ემთხვევა ჩვენს ოთხპუნქტიან რეფორმას. ეს არის სწორედაც რომ ეკონომიკური რეფორმები, ის რეფორმები, რომელმაც ქვეყანაში უნდა გაზარდოს ექსპორტის პოტენციალი, უნდა გაზარდოს, როგორც საქონლის, ისე მომსახურების ექსპორტი, ტრანზიტის პოტენციალი და ადამიანური რესურსის შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სწორედაც განათლების რეფორმა, რომელშიც ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ, ასევე, ეს არის ის ძირითადი მიმართულებები და ეკონომიკური რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. მსოფლიო ბანკთან დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 25 წლის თანამშრომლობას. მსოფლიო ბანკი არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ორგანიზაცია და შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც გვექნება ძალიან წარმატებული პროექტები. მსოფლიო ბანკთან დღემდე განხორციელებული პროექტები არის ძალიან წარმატებული და შემდგომშიც ვგეგმავთ, რომ ეს პროექტები გაგრძელდეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერსა და მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლის შედეგები, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, მსოფლიო ბანკის ჯგუფის სტრატეგია 2018-2021 წლებისთვის და პროექტების მიმდინარეობის საკითხები.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მსოფლიო ბანკთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები