LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი ტურიზმის სექტორს ფასების გადახედვისკენ მოუწოდებს

32

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით საქართველოზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი, რაც რამდენიმე გამოკვლევის მიხედვით დასტურდება.

მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით, წელს ტურიზმიდან გაცილებით მეტი შემოსავალი შემოვა.

”2015 წელს ტურიზმმა დააგენერირა 1 მლრდ 935 მლნ დოლარი, რაც 2014 წელთან შედარებით 148 მილიონი დოლარით მეტია. მინდა ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, რომ ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში, რადგან მეზობლად გვყავს არაერთი კონკურენტი ქვეყანა. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ფასისა და სერვისის შესაბამისობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ტურისტები” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს ასევე არაერთ ავიაკომპანიასთან, რომ რაც შეიძლება მეტი სტუმარი შემოყვანა გახდეს შესაძლებელი.

”მოგეხსენებათ, რომ ძალიან აქტიურად მიდის სამუშაოები თბილისის აეროპორტში, ივნისში უკვე გვექნება განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ხოლო მანამდე, მთელი ამ პერიოდის მანძილზე, საკმაოდ დაძაბული გრაფიკია აეროპორტში, რადგან საღამოს რვა საათიდან დილის ათ საათამდე ვიღებთ სტუმრებს. გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ისეთ პროექტებს, როგორიცარის Check in Georgia,  რომ რაცშეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები