LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 1.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

122
ტურისტები

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა – 6 თვეში 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა.

„2023 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (+348,461,374 აშშ დოლარი).

2022 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია + 661,999,720 (+57.9%) აშშ დოლარით.

წელს, მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1,009,112,957 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 115%-ით აღდგენაა.

2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +260,291,106 (+34.8%) აშშ დოლარით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები