LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: უკიდურეს სიღარიბეს თავი 500 ათასმა ადამიანმა დააღწია

51

2012 წელთან შედარებით 2014 წელს, უკიდურეს სიღარიბეს თავი 500 ათასმა ადამიანმა  დააღწია. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე,  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის – ”სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში”  შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც 2014 წლისთვის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის  32,3% -ია, 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 36%-ს უტოლდებოდა, 2012 წელს – 42.5%-ს, 2011 წელს კი – 44,8%-ს.

ქუმსიშვილის განმარტებით, 2010-2014 წლებში სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე  გავლენა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა მოახდინა, რაც 2010 წლამდე არსებული მდგომარეობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

”ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მთავრობის პოლიტიკა, რომლის მიზანია სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება მოსახლეობაში. მსოფლიო ბანკის მიერ სიღარიბის შემცირების მამოძრავებელ ფაქტორად ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობა, სოფლის განვითრაებაზე მეტი ყურადღება და ფისკალური პოლიტიკის როლი დასახელდა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება შემდეგ წლებშიც გაგრძელდება.  სიღარიბე  2018 წლისთვის 6,8%-ული პუნქტით შემცირდება და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელი 25,5%-ს გაუტოლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები