LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინამო წრეზე დადის: იარაბეკი გაუშვეს, ისევ ქართველი მოვა

60

თბილისის “დინამოს” სლოვაკი მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი, ევროპა ლიგის პლეი ოფში ბერძნულ პაოკ-თან მარცხის შემდეგ, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ გაზეთი “ლელო” წერს:

„იურაი იარაბეკის ნაცვლად თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად იმუშავებს ლევან გვანცელაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც “დინამოს” 15-წლამდელთა გუნდმა ცოტა ხნის წინ ბელორუსში იური კურნენინის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

სხვათა შორის, უფრო ადრე, როცა “აქტობესთან” წაგების შემდეგ “დინამოდან” მიხალ ბილეკი გაუშვეს, მთავარ მწვრთნელად დაინიშნა კახი გოგიჩაიშვილი, რომელსაც ის-ის იყო, დორტმუნდის საერთაშორისო ტურნირი ჰქონდა მოგებული….”, – წერს გამოცემა.

e1102de3f2ffe74eccf52c519b38cf25

იარაბეკის თბილისის “დინამოსთან” განშორების მიზეზი ევროთასებზე გუნდის წარუმატებელი გამოსვლა გახდა. საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის “ალაშკერტს” სძლია, შემდეგ კი ჯერ ზაგრების “დინამოსთან” წააგო (0:2, 0:1), ევროპალიგის პლეი ოფში კი ბერძნულ პაოკ-თან ორრაუნდიან ბრძოლაში, ჯამში 0:5 დამარცხდა.

53 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა თბილისის “დინამო” იანვრის ბოლოს, მას შემდეგ ჩაიბარა, რაც გუნდიდან გია გეგუჩაძე წავიდა. იარაბეკმა 2015/16 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები