LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე პრემიერი ჟენევაში არ გაემგზავრება – მიხეილ ჯანელიძე

37

“სამწუხაროდ, ჟენევის რაუნდების ფარგლებში, კონკრეტული შედეგები არ გვაქვს,”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიდგომა რჩება კონსტრუქციული და სწორედ ამ მიდგომით გაგრძელდება ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობა.

“ჩვენი მიდგომა უკავშირდება იმას, რომ მოიძებნოს ამ რთული ჩიხური მდგომარეობისდან შესაძლო გამოსვლის გზები და თუ ამისთვის საჭიროა უფრო მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობა, ჩვენ ვთვლით, რომ მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობით შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა, ჩვენ ამისთვის მზაობას გამოვთქვამთ.

მინდა ხაზი გავუსვა, ეს არ გულისხმობს, რომ შემდეგ რაუნდზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება ჟენევაში.ჟენევაში შემდეგი რაუნდი ჩატარდება ისეთივე ფორმატში, რა ფორმატშიც აქამდე მიმდინარეობდა,”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.