LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოქტორ დოტის საკითხს პროკურატურა პიარული მიზნებისთვის იყენებს – ბექა ბასილაია

575

“დოქტორ დოტის საკითხს პროკურატურა პიარული მიზნებისთვის იყენებს,” – ეს განცხადება ადვოკატმა ბექა ბასილაიმ დღეს ე.წ. პიჯაკების საქმის მორიგი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გაკეთა, სადაც საქმიდან მასაჟისტ დოროტი შტეინის, იგივე დოქტორ დოტის, ნაწილი განიხლებოდა.

“დოქტორ დოტის ხარჯები გაწეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ და საქმეში დევს, თუმცა აღნიშნულზე ბრალი არც სააკაშვილს და არც ჯანაშიას არ წარედგინა. შესაბამისად, დოქტორ დოტის საკითხს პროკურატურა პიარული მიზნებისთვის იყენებს,” – განაცხადა ებქა ბასილაიამ.

გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს 8 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება.

პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესი 19 და 29 სექტემბერს დაცვის მხარის შუამდგომლობით გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები