LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ინტერესთა კონფლიქტი – ISFED-ის ანგარიში

93

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) ანგარიშის მიხედვით, რომელიც 5-დან 27 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის, ძალადობრივი ქმედების,  წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის, აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო შემთხვევები დაფიქსირდა.

“ასპინძის ოლქში, სადაც კომისიის მდივანი ახლადარჩეულია და პრაქტიკულად, რამდენიმე დღით ადრე მის არჩევამდე, მოხდა მისი მეუღლის ნომირება „ქართული ოცნების“ კანდიდატად. ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა. ეს არ არის ერთდაერთი შემთხვევა, ასეთი შემთხვევა ხობის ოლქშიც დაფიქსირდა,” – განაცხადა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

კახა კალაძის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკზე საუბრობს ორგანიზაციის წარმომადგენელი, თამარ რიჟამაძე.

“ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უკავშირდება დღევანდელი მატჩი, მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე რისკი არსებობს, კერძოდ, შესაძლებელია, გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული რესურსი, შესაძლებელია, იყოს უკანონო შემოწირულობის საკითხი, ვინაიდან ფეხბურთის ფედერაციაა ორგანიზატორი,“ – განაცხადა თამარ რიჟამაძემ.