LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. მძიმე ნარკოტიკების მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება – აკაკი ზოიძე 

94

საინექციო, ე.წ. მძიმე ნარკოტიკების მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით ფლობა და მოხმარება გათავისუფლებული იქნება სისხლის სამართლის სასჯელისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, „ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების“ დოკუმენტის პრეზენტაციისას განაცხადა.

აკაკი ზოიძის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება მოხდება, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული სასჯელი რჩება, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაულისგან თავისუფლდება, როგორც ეს მოხდა მარიხუანას შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

“აღნიშნული ინიციატივა არ ნიშნავს იმას, რომ გასაღება-გავრცელება თავისუფლდება სისხლის სამართლის დანაშაულისგან. ძირითადი მიზანი ამ ინიციატივის გახლავთ ის, რომ პოლიციამ არ უნდა სდიოს მომხმარებელს და სამართალდამცველებმა უნდა ებრძოლონ გამსაღებლებს,” – განაცხადა ზოიძემ.

 

 

 

 

 

 

პოპულალურები