LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საჰაერო გზით უცხოლების შემოსვლის რეგულაციები დაკორექტირდა

278
221503672-4046566838774079-1451790169637507506-n

COVID-19 პანდემიის პერიოდში, საქართველოში საჰაერო გზით უცხოლების შემოსვლის რეგულაციები დაკორექტირდა. კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით: საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში შეზღუდვების გარეშე შემოსვლა შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვს COVID-ინფექცია (დადასტურებული PCR დადებითი ტესტით) და აცრილია ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით (დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა; აცრიდან გასულია არანაკლებ 14 დღისა).

ხოლო, საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

ინფორმაციას “ავიანიუსი” ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები