LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროენერგია 30 უშუქო სოფელს უკვე მიეწოდება

103

2016 წელი წარმატებული იყო ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პროექტების მიმართულებითაც – ამის შესახებ პრემიერმა ამ წელს ჩატარებულ მთავრობის ბოლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე წელი შეაჯამა.

მისი თქმით, განხორციელებული პროექტების შედეგად, ელექტროენერგია 30 უშუქო სოფელს მიეწოდება.

ამასთან პრემიერმა ქარის ელექტროსადგურებისა და ახალი ჰიდროელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლაზე ისაუბრა.

“დასრულდა პროგრამა „სინათლე ყველა სოფელს“, რომლის ფარგლებში ელექტროენერგია უკვე მიეწოდება 30 უშუქო სოფელს. აშენდა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, ექსპლუატაციაში შევიდა კიდევ 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური”, – განაცხადა პრემიერმა.

პოპულალურები