LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაბედ მეორე და მეგან მარკლი საგრაფოში მატარებლით ჩავიდნენ (ფოტო)

364

ცოტა ხნის წინ კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედოფალი ელისაბედი პრინცი ჰარის მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეშირის საგრაფოშო მიემგზავრება. უკვე დღეს კი მედიაში დედოფლისა და მეგან მარკლის მოგზაურობის პირველი ფოტოებიც გამოჩნდა. ისინი  ჩეშირის საგრაფოში სამეფო ოჯახის კუთვნილი მატარებლით ჩავიდნენ, სადაც  მათ უამრავი ადამიანი დახვდა.

მეგან მარკლიმ ამჯერად მკაცრად დაიცვა სამეფო ოჯახის ეტიკეტი და მოკრძალებულ „ჟივენშის“ თეთრ კაბაში გამოჩნდა  ბაქანზე. ტრადიციისამებრ ელეგანტური და დახვეწილი იყო 92 წლის ელისაბედ მეორე, რომელიც ჩვეული დიპლომატიით მიესალმა ხალხს.  დედოფალი მეგან მარკლისთან ერთად ახალ ხიდსა და Storyhouse-ის თეატრის გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას.  მოგვიანებით კი დედოფალსა და მეგან მარკლის Chester Town Hall-ში ვახშამზე ელოდებიან. ესაა პირველი შემთხვევა, როცა მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრის ამპლუაში სამოზგაუროდ პრინცი ჰარის გარეშე გაემგზავრება. რაც შეეხება მატარებელს, ის სამეფო ოჯახის საკუთრებაა და მას დედოფალი საგრაფოებში ვიზიტის დროს უკვე წლებია იყენებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები