LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენგურჰესის“ მენეჯმენტი სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ვარაუდობს

70

„ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ სემეკი მათ ტარიფს გაუზრდის. როგორც „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამჟამად წარმოების ტარიფი მათთვის განსაზღვრულია 1,496 თეთრი კილოვატ საათზე.

ლევან მებონიას ვარაუდით, ცვლილების შემდეგ სავარაუდოდ, ტარიფი 1,8 თეთრამდე გაეზრდებათ. მისივე ვარაუდით, აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა სამომხმარებლო ტარიფზე იქონიოს გავლენა.

„ველოდებით, რომ ჩვენი ტარიფი მცირედით გაიზრდება. ეს სამომხმარებლო ტარიფზე ალბათ იქონიებს გავლენას. ამჟამად წარმოების ტარიფია 1,496 თეთრი კილოვატ საათზე, ჩვენ ველოდებით, რომ 1,8 თეთრამდე გაიზრდება. 2018-20 წლებში ჩვენ განსაზღვრული გვაქვს კაშხალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები შეთანხმებულია როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ მხარესთან“, – განაცხადა მებონიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები