LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობის აკრძალვის თაობაზე რეგულაციების შემოღება არ იგეგმება

34

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობის აკრძალვის თაობაზე რეგულაციების შემოღება არ იგეგმება.

მინისტრის თქმით, ექიმებისთვის ხშირად არ არის ხელმისაწვდომი ისეთი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის როგორც პროდუქტიულ მუშაობას, ისე დასვენებას. სერგეენკომ აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მარტო საქართველოში არაა.

„რეგულაციებზე მუშაობა ნამდვილად არ დაგვიწყია და არც მომავალში ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, სჯობს ადამიანს, ექიმი იქნება თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ისეთი სამუშაო რეჟიმი ჰქონდეს, რომელიც უზრუნველყოფს მის პროდუქტიულ მუშაობასაც და დასვენებასაც. თუმცა, ექიმებისთვის ეს ხშირად არ არის მისაწვდომი და ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. რაღაც ლოგიკური ზღვარი უნდა ჰქონდეს ამას, თუმცა რაიმე სახის აკრძალვაზე ან რეგულაციაზე ჩვენ, ამ მხრივ, არ ვმუშაობთ, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობაზე გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს ეკუთვნის. მან განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როცა ერთი ექიმი რამდენიმე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები