LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპორტის სფეროში არსებული ტენდენციები სოფლის მეუნეობის სამინისტროში განიხილეს

49

2016 წლის სექტემბრიდან ქართული ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში სექტემბერში ზრდამ 8%, ოქტომბერში 0.8%, ხოლო ნოემბერში 16.8% შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამუშაო თათბირზე ითქვა, სადაც ექსპორტის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ტენდენციები განიხილეს.

„მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 11 თვეში ექსპორტი შემცირდა 5%-ით, ნათელია, რომ წლის დასაწყისიდან ექსპორტზე მოქმედი ნეგატიური საგარეო ფაქტორების გავლენა ეტაპობრივად მცირდება და ექსპორტის შემცირების ტენდენცია სუსტდება. ამავე დროს, ადგილი აქვს საექსპორტო ბაზრებისა და პროდუქტების ეტაპობრივ დივესრიფიკაციას. ექსპორტის ხელშეწყობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ბოლო თვეებში არსებული დადებითი ტენდენდენციები მომავალშიც უნდა იყოს შენარჩუნებული, რისთვისაც უწყება აქტიურად მუშაობს“, – განაცხადეს შეხვედრაზე.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ აღნიშნა:

„ჩვენი პროდუქციის ექსპორტი ნელ-ნელა უბრუნდება თავის ნიშნულს და ამ კუთხით ეს მნიშვნელოვანია. ასევე გამოვყოფდი სუფთა, წმინდა ექსპორტს, რომელიც ზრდადი ტენდენციითაც კი ხასიათდება უკვე ნოემბრის თვეში. ასევე მნიშვნელოვანია ბოლო 3 თვის ტენდენცია, სადაც ექსპორტი ზოგადად იმატებს. თვე თვესთან რომ შევადაროთ, იგივე ნოემბრის თვეში წინა წლის ნოემბერთან შედარებით ექსპორტი17 % – ით არის გაზრდილი, რაც მნიშვნელოვანიადა ნიშნავს, რომ ჩვენი ექსპორტი ნელ-ნელა იზრდება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ექსპორტი ნელ-ნელა გავიდა სხვადასხვა ბაზრებზე, რომლებზეც წინა წლებში არ გადიოდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ექსპორტი და ექსპორტიორები თანდათან ახდენენ ბაზრების და პროდუქტების დივერსიფიკაციას სხვადასხვა ბაზრებზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები