LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს გულისხმობს პრაქტიკულად ტელევიზიის პარალიზებას” – ნინო ჯანგირაშვილი კავკასიის დაყადაღებაზე წერს

207

ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი წერს, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანიის მიმართ “საინტერესო დამოკიდებულება აქვს”.

მისი თქმით, “კავკასია” გრაფიკით იხდის დავალიანებას, თუმცა ბოლოს დაუგვიანდა გადახდა და კომპანიის დაყადაღების ბრძანება უკვე გასცეს.

ჯანგირაშვილი წერს, რომ საგადასახადოს ახალი გრაფიკის შესადგენად მიმართეს და ახლა მათგან პასუხს ელიან.

“რახან უზარმაზარი ბიზნესიმპერიების მფლობელებს არ ერიდებათ წუწუნი, დავალიანებებზე და გრაფიკებზე ღიად ლაპარაკი, მოდი მეც გეტყვით საინტერესო ამბავს, მითუმეტეს, რომ ხელისუფლების საინტერესო დამოკდებულება იკვეთება კავკასიის მიმართ. გუშინდელი მდგომარეობით კომპანიის საგადასახადო დავალიანება მიმდინარე, ანუ 15–ში დეკლარირებული და ძველი, ანუ გრაფიკით გადანაწილებული დავალიანება ჯამში შეადგენდა 12 540 ლარს. გრაფიკით დადგენილს ვიხდით ზუსტად. მიმდინარე დაგვიგვიანდა. ხოდა, აი დღეს უკვე გამოსცეს ტელეკომპანიის დაყადაღების ბრძანება. რასაც გულისხმობს შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ, პრაქტიკულად ტელევიზიის პარალიზებას. ამჟამად დავალიანება შემცირებულია 8500 ლარამდე და დარჩენილ დავალიანებაზე ახალი გრაფიკის შესადგენად მივმართეთ საგადასახადოს. ვნახოთ რას იზამენ.

კობახიძის სპეტაკი სახით გაკეთებულ კომენტარი წარმომიდგენია ამ თემაზე და ამიტომ წინასწარ გავცემ პასუხს: თქვენი დეპუტატებივით ფოკუზნიკი კი არ ვარ მიზერული შემოსავლებით სასწაულები მოვახერხო. დამოუკიდებელი მედია სულს ღაფავს ამ ქვეყანაში. მადლობა ბატონო ბიძინი სისხლიანი რეჟიმისგან რომ გაგვათავისუფლეთ” – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები