LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სამეფო ოჯახის უდიდესი შეცდომაა“- მეგან მარკლის ძმა პრინც ჰარის ქორწილის ჩაშალას ურჩევს

74

მეგან მარკლის ძმა ოფიციალურ  წერილს ავრცელებს და პრინც ჰარის მიმართავს. ტომას მარკლი უმცროსი მოუწოდებს ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, გადადოს ქორწილი ან საერთოდ ჩაშალოს ის.

In Touch Weekly-ში გამოქვეყნებულ წერილში ტომასი წერს, რომ ჰოლივუდურმა დიდებამ მეგანი სხვა ადამიანად აქცია და ის სამეფო ოჯახში შესვლას არ იმსახურებს. 51 წლის ტომასის განცხადებით ის ჰარისთვის შეუფერებელი საცოლეა და პრინცი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ინანებს:

რაც უფრო ახლოვდება ქორწილი, მით მეტად ვხვდები, რომ ეს სამეფო ოჯახის უდიდესი შეცდომაა. უცნაურია, რატომ ვერ ამოიცნო მეგანის ნამდვილი ხასიათი პრინცმა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ის პრინცესას როლს ირგებს, ოღონდ ცუდად. როგორც დაბალი კლასის მსახიობი“ – წერს ტომას მარკლი.

ტომასი ასევე წერს მამის, ტომას მარკლი უფროსის შესახებ, რომელმაც შვილის კარიერისთვის ყველაფერი გაწირა, მეგან მარკლიმ კი ის მიატოვა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მსგავსი ბრალდებები მეგანის წინააღმდეგ მისმა დამ, სამანტა გრანტმაც გამოთქვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები