LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ტერაქტი იყო: ბარსელონაში არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

40

პოლიციამ ბარსელონაში მომხდარ ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და განაცხადა, რომ შემთხვევას უამრავი მსხვერპლი და დაშავებული ჰყავს.

“როიტერის” ცნობით, ამ დროისთვის დადასტურებულია ორი ადამიანის გარდაცვალება. დაშავებულია ათობით ადგილზე მყოფი პირი.

ბარსელონაში კონკრეტული ადგილები საგანგებო სიტუაციების სამსახურის მანქანებითაა გარშემორტყმული. დახურულია ახლოს მდებარე მეტროსადგურები.

ამ დროისთვის ეძებენ ფურგონის მძღოლს, რომელიც შემთხვევის მომენტში საჭესთან იჯდა. უცხოური მედია წერს, რომ ის ერთერთ კაფეში აფარებს თავს.

დაშავებულთა ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ცოტა ხნის წინ, ტურისტებისთვის საყვარელ რაიონში ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები