LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის მთავრობამ კატალონიის პარლამენტი და მთავრობა დაითხოვა

48

ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ხელმძღვანელობისა და პარლამენტის დათხოვნა და ახალი არჩევნების დანიშვნა გამოაცხადა.

ამის შესახებ მარიანო რახოიმ ესპანეთის მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება მიიღო, დაითხოვოს კატალონიის პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები მიმდინარე წლის 21 დეკემბრისთვის დანიშნოს.
მისი თქმით, საუბარი არ არის ავტონომიის შეჩერებაზე, არამედ რაც შეიძლება მალე სიტუაციის ნორმალიზებაზე.
კატალონიის პარლამენტმა გუშინ კენჭი უყარა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას. კატალონიის დამოუკიდებლობას კატალონიის პარლამენტის 70 წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10 წევრი წინააღმდეგ წავიდა.

გუშინვე ესპანეთის სენატმა ესპანეთის მთავრობის ინიციატივა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებაზე დაამტკიცა, რაც კატალონიისთვის ავტონომიის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები