LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყო

41

ევროპარლამენტმა საქართველოს 2017-2020 წლებისთვის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 45 მილიონი ევრო გამოუყო. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ევროპარლამენტის დეპუტატი, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე, საჯად კარიმი, წერს.

„2008 წლის ომის შემდეგ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით ევროკომისია მაკროფინანსური დახმარების პროგრამას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ 45 მილიონი ევროდან 35 მილიონი ევრო საშუალოვადიან სესხებს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი 10 მილიონი ევრო გრანტის სახით იქნება გაცემული. საქართველოს ფინანსური დეფიციტი კვლავ საგანგაშოდ რჩება, მისი სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში იზრდება ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო. თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკის ჭკვიანური ზედამხედველობისა და რეგულაციების მეშვეობით ფინანსური სისტემა ჯანსაღი და კარგად კაპიტალიზირებული რჩება“, – ნათქვამია საჯად კარიმის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საჯად კარიმის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას და 570 ხმით 108 ხმის წინააღმდეგ საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები