LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპულ ავეჯზე 20%-იანი საახალწლო ფასდაკლება დაიწყო

301

ავეჯის სახლი ”კაზა” მომხმარებელს ევროპული ავეჯის ფართო არჩევანს სთავაზობს. პროდუქციის იმპორტი, ძირითადად, იტალიიდან ხორციელდება და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ”კაზაში” წარმოდგენილი: საძინებლები, რბილი ავეჯი, აქსესუარები და ჭაღები.

როგორც ”ფორტუნას” ავეჯის სახლში განუცხადეს, ”კაზა” მთავარ აქცენტს ხარისხზე აკეთებს. ”ჩვენთან არსებული პროდუქცია არის უმაღლესი ხარისხის და საოცრად დახვეწილი. რაც შეეხება ფასებს, ხშირ შემთხვევაში არის იმაზე ბევრად იაფი, ვიდრე მეზობელი რუსეთიდან და თურქეთიდან იმპორტირებული ავეჯი. არადა, მოგეხსენებათ, ევროპიდან ავეჯის ტრანსპორტირება ბევრად ძვირი ჯდება”, – განმარტავენ ავეჯის სახლში.

გარდა ამისა, ”კაზაში” ამბობენ, რომ 4 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, მათთან მოხმარებელი შეძლებს, ისარგებლოს ფასდაკლების აქციით. 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ”კაზაში” წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე.

ცნობისთვის, ავეჯის სახლი ”კაზა” ბაზარზე  2017 წლის აგვისტოში გამოჩნდა. ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ ერთი ფილიალითაა წარმოდგენილი, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის პირველ კილომეტრზე მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები