LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპულმა საქართველომ” ივანიშვილი გააძლიერა – მიხეილ სააკაშვილი

22

“სინამდვილეში, ”ევროპული საქართველო” არის ხალხი, რომელმაც მიიღო შეგნებული გადაწყვეტილება, გამიჯვნოდა ”ნაციონალურ მოძრაობას” და ამით გააძლიერა ივანიშვილი,” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის საქართველოში ჩამოსვლის გზა შარშანდელი არჩევნების დროს განვითარებეული მოვლენებისას ჩაიკეტა.

”გინდა ასე მიუდექით, გინდა ისე, იცოდნენ მათ ეს თუ არა, არ ვიცი, უნდოდათ თუ არა, მაგრამ ეს იყო ასე. მე როგორც განვაცხადე კრაკოვეცთან, საქართველოში ჩემთვის გზა ჩაიკეტა იმ შეთანხმებით, რომელიც შარშან არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ მოხდა. მთავარ მტრად გამოაცხადეს არა ივანიშვილი, არამედ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნება. ეს ფაქტია,”  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები