LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ში პოლიტიკური რეკლამების განთავსებისთვის ახალი რეგულაცებია

86

Facebook-ში პოლიტიკური რეკლამების განთავსებისთვის ახალი რეგულაცებია. ამის შესახებ CNN წერს. როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებს პოლიტიკური შინაარსის ინფორმაციის გავრცელებისას სოციალური უსაფრთხოების ნომრებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს მოსთხოვენ.

Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა „Cambridge Analitica“-ს სკანდალთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხა. მან ბოდიში მოუხადა ევროპელ მომხარებლებს მათი მონაცემების უკანონო გამოყენებისათვის, პირობა დადო რომ დაიცავს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ევროკავშირის რეგლამენტს და ასევე ახსენა „რუსული ჩარევა”.

Cambridge Analytica აგროვებდა Facebook-ის მომხმარებლების მონაცემებს იმისთვის, რომ ისინი პოლიტიკურ რეკლამაში გამოეყენებინა. ბოლო მონაცემებით, კომპანიამ ხელში ჩაიგდო ინფორმაცია სოცქსელის 87 მილიონ მომხმარებელზე. მანამდე, ცუკერბერგმა სოცქსელში ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით ბრალი აღიარა; მან მომხმარებლებისთვის ბოდიშის მოხდის მიზნით, ბრიტანულ გაზეთებში რეკლამა გამოისყიდა.

2017 წლის შემოდგომაზე, Facebook-მა გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ, რომ გამოავლინა და დაბლოკა „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ (რუსული „ტროლების ფაბრიკა“) ექაუნთები, რომელსაც შეეძლო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა. სოცქსელის მონაცემებით, „ტროლების ფაბრიკის“ პოსტები ამერიკული პოლიტიკის შესახებ ნახა Facebook-ის 126-მა მილიონმა მომხმარებელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები