LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაქტების ერთობლიობით, პარტიები სრულიად უთანასწორო გარემოში არიან – თინა ბოკუჩავა

53

„დღესდღეობით გვაქვს ორი საქართველო, ერთი კახა კალაძის საქართველო, სადაც ის გაბადრული გადმოგვყურებს პლაკატიდან და მეორე საქართველო, სადაც იდევნება მთავარი ოპოზიციური ძალა, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ, განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ამ ფაქტების ერთობლიობა ქმნის სიტუაციას, სადაც პარტიები არიან სრულიად უთანასწორო გარემოში.

„ფაქტების ერთობლიობა გვაძლევს სიტუაციას, სადაც პარტიები არიან სრულიად უთანასწორო გარემოში, რაც თავისთავად რთულს ხდის იმას, რომ ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე. მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მაინც იბრძოლებს ამ არჩევნებზე და იბრძოლებს გამარჯვებისთვის. ნუ შეეშინდებათ იმის, რომ კახა კალაძე და „ქართული ოცნება“ ცდილობს მათი ხმების მოპარვას. ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული ადამიანის ხმის დასაცავად,“ განაცხადა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები