LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარცხალაძე ივანიშვილის მოურავია და ფულს ამაში იღებს – ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

59

ოპოზიცია საგამოძიებო უწყებებისგან მოითხოვს ობიექტურად გამოიძიონ, როგორ მიიღო ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ სოლიდური თანხები. მათთვის ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის განცხადება, რომ ოთარ ფარცხალაძემ  შემოსავლები ახლადგახსნილი საავიაციო ქარხნიდან მიიღო, დამაჯერებელი არ არის.

“ის, რომ ფარცხალაძეს არ უშოვია საკუთარი შემოსავალი კანონიერი გზით – ეს მე მგონი, ეს ესმის ყველას.

ჩვენი სახელმწიფო დღეს იმართება არაფორმალურად არაფორმალური გარიგებების არაფორმალური შეთანხმებების გზით.

ფარცხალაძე არის ასეთი მომგვარებელი, შუამავალი ბიძინა ივანიშვილსა და სხვადასხვა მოთამაშეებს შორის და ამაში იღებს შესაბამის გასამრჯელოს – ეს არის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური ერთ-ერთი მოურავი,”-ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი.

ყოფილი მთავარი პროკურორის საბრალდებო სკამზე დასმის აუცილებლობაზე მიუთითებენ „ევროპული საქართველოს” წევრები.

„ოთარ ფარცხალაძე ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი ხელქვეითი, რომელიც მის შავ დავალებებს ასრულებს. ამ ქვეყანაში, რომ იყოს ნორმალური სამართალდამცავი სისტემა და ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი პროკურატურა, ოთარ ფარცხალაძე დღეს უნდა იჯდეს პროკურატურაში ბრალდებულის სახით და აძლევდეს ჩვენებებს,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები