LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია არის ანტიეროვნული და ანტიეკლესიური დაჯგუფება

124
1619610125

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ოპოზიციამ უკვე მკაფიოდ დაიკავა არა მხოლოდ ანტიქართული, არამედ ანტიეკლესიური ნიშა”.

მისი შეფასებით, ოპოზიცია პირდაპირ ებრძვის არა მხოლოდ ქართულ ეკლესიას, არამედ პატრიარქს და მის ეპისტოლეს.

„დღეს, რასაც ვუსმენდი ოპოზიციის კომენტარებს, მათ შორის მამუკა ხაზარაძის და დავით კეზერაშვილის ტელევიზიის რეპორტაჟებს, ხალხი, რომელიც სხვა დროს სეკულარიზმზე საუბრობდა, დღეს პატრიარქის ეპისტოლეს არჩევდა. არჩევდნენ მღვდელმსახურებას შეჩერებული ადამიანების და პარტიული ექსპერტების კომენტარებით. აი, ეს არის ეკლესიასთან პირდაპირი ბრძოლა. პირდაპირ ჩანს, რომ ამ შემთხვევაში, „ლელო“ პოზიციონირდა მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, როგორც პარტია, რომელიც პირდაპირ ებრძვის ეკლესიას და არა მხოლოდ ეკლესიას. ამ შემთხვევაში, უკვე პირდაპირ ებრძვიან პატრიარქს, მის ეპისტოლეს, მღვდელმსახურება შეჩერებულ ადამიანებსა და პარტიულ ექსპერტებს არჩევინებენ.

ვფიქრობ, უკვე მკაფიო აქცენტები დაისვა ამ წლის პირველივე დღეებში, ოპოზიცია არის ანტიეროვნული და ანტიეკლესიური დაჯგუფება. შესაბამისად, წლის ბოლოს, როცა იქნება არჩევნები, საქართველოს მოსახლეობას არჩევანი ექნება – ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას“, რომელიც გამოდის ეროვნული ინტერესებიდან, ეყრდნობა საქართველოს ისტორიას, მის სულიერების ისტორიას და მეორე მხრივ, ოპოზიციას შორის, რომელიც არის ანტიქართული, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და რომელიც არის საქართველოს ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დავით ბერძენიშვილი: „ცეცხლს ნუ ვეთამაშებით.. ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები