LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთოს – ეკონომიკური კატასტროფაა ოპოზიციისთვის ხმის მიცემა, ეს არის ომი საქართველოში“

129
შალვა პაპუაშვილი

„სინამდვილეში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მნიშვნელოვანია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს.

რაკლი ღარიბაშვილი: მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში ვგეგმავ ჩასვლას

„ის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს იგებს, ეს არავისში ეჭვს არ იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ გარდა დამაჯერებელი მოგებისა, ქართველმა ხალხმა საბოლოოდ ხმა გააგონოს ყველას ქვეყნის შიგნით და გარეთ, ყველა რადიკალს, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის რეკონსტრუქციას და ამიტომ მნიშვნელოვანია დაირაზმოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მიანიჭოს.

ქართველმა ხალხმა, ახლა ამ არჩევნებში უნდა თქვას, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არა ომი, იყოს ეკონომიკური წინსვლა და არა ეკონომიკური კატასტროფა.

„ხალხის ძალა“ – „სალომეს ფანჩატურს“ დიდი პერსპექტივა არ აქვს.. პრეზიდენტის თანამდებობიდან როგორც კი გადადგება, იმ მინიმალურ ხიბლსაც დაკარგავს, რაც პრეზიდენტის სტატუსს სდევს თან“

ეკონომიკური კატასტროფა ეს არის ოპოზიციისთვის ხმის მიცემა, ოპოზიციისთვის ხმის მიცემა ეს არის ომი საქართველოში.

ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი. სინამდვილეში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბუნებრივი იქნებოდა, სააკაშვილი იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – პეტრე ცისკარიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები