LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაროსანას ამერიკა 15 წელზე მეტია, ებრძვის – ლევან დავითაშვილი

46

“მავნე მწერი აზიური ფაროსანა აფხაზეთის ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან გავრცელდა,” – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონში ვითარება გაცილებით მძიმეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, საერთაშორისო დონორების დახმარებით აფხაზეთის მოსახლეობამდეც მიიტანოს ის საინფორმაციო კამპანია, რომელიც მავნებელი მწერის გამრავლების საწინააღმდეგოდაა მიმართული.

სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ მავნებელის წინააღმდეგ.

“ყველა ღონისძიება იყო ადეკვატური. ამ მავნებელს ამერიკა 15 წელიწადზე მეტია, ებრძვის, ჩვენ კი გვქონდა ფაროსანასთან ბრძოლის 1-წლიანი გამოცდილება. ამ გამოცდილებამ მოგვცა ძალიან მდიდარი ბაზა, რომ მომავალში უფრო ეფექტიანად ვიმუშაოთ. სახელწმიფოს გააჩნია სერიოზული სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იმ ინფორმაციაზე, რაც დაგვიგროვდა წლის განმავლობაში,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები