LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაროსანასთან ბრძოლა მოსახლეობის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია! – სურსათის სააგენტო (ვიდეო)

52

სურსათის ეროვნული სააგენტო სახლის პირობებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გზების შესახებ ვიდეოს აქვეყნებს.

“აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მოსახლეობის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია!

გამოსაზამთრებლად სახლებში შესული ფაროსანას წინააღმდეგ დაუშვებელია ქიმიური წამლობა. ამიტომ მავნებლის გასანადგურებლად გამოიყენება მექანიკური მეთოდები, რომლებიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ფაროსანას განადგურებას საცხოვრებელ სახლებში.

ჯამში ჩაასხით საპნიანი წყალი ან ჭურჭლის სარეცხი ჟელე და ააქაფეთ. ჯამი დადგით ღამით და დაანათეთ მაგიდის სანათი ისე, რომ ოთახში სხვა განათება არ იყოს. დილით ჯამში უამრავ დამხრჩვალ ფაროსანას აღმოაჩენთ.

არ დაიზაროთ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლა!
გახსოვდეთ, ერთი ინდივიდის განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მწერის მოსპობას!”,-აღნიშნულია სეს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები