LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაროსანასთან ბროლაში ავიაციის ჩართვა დიდი რისკი და საფრთხეა – ლევან დავითაშვილი

56

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, განცხადებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ავიაციით შეწამვლა დიდ რისკებს შეიცავს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომლებიც დასახლებებთან ახლოსაა.

ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საშიში არ არის. ის არის სასოფლო-სამეურნეო მავნებელი და ადამიანს არ ერჩის. სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლას აგრძელებს. რაც შეეხება მოსახლეობის მობილიზებას, გვესმის მოსახლეობის შეჭირვებული მდგომარეობა და გათვალისწინებულია იმ პესტიციდების მიწოდება, რომელიც ეფექტურია მავნებელთან ბრძოლის კუთხით. რაც შეეხება პროცესში ავიაციის შესაძლო ჩართვას, ავიაციის გამოყენების შესაძლო არეალი არის შეზღუდული. უნდა ვიფრთხილოთ. შეწამვლა ხდება შხამიანი ნივთიერებით, შესაბამისად, მოსახლეობით დასახლებულ ადგილებთან ახლოს დიდი რისკია. ეს საკითხი დღის წესრიგში ყოველთვის იყო და მავნებელთან საბრძოლველად ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება,“ – აღნიშნა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები