LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეისბუქი ქართულად მოსაუბრე თანამშრომელს ეძებს – სად შეგიძლიათ CV-ის გაგზავნა

375

ინსტაგრამისა და  ფეისბუქის მომხმარებლებთან სამუშაოდ ქართულენოვანი თანამშრომლის ვაკანსია გამოცხადდა.

ვაკანსიის ზუსტი დასახელება სათემო ოპერაციების ბაზრის სპეციალისტია (Market Specialist Community Operations)

აღნიშნული ვაკანსია სრულ განაკვეთზეა გამოცხადებული, სამუშაო ადგილად კი დუბლინი, ფბ-ს ირლანდიის ოფისია მითითებული.

ფეისბუქის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანდიდატი, რომელიც განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს დსთ-ის ქვეყნებზე მომუშავე გუნდის წევრი იქნება.

ვაკანსიის შევსება შესაძლებელია ამ ლინკზე. 

 

მოვალეობები

  • იმ რეპორტების გამოძიება და გადაწყვეტა, რომელიცაა ანგარიშის მხარდასაჭერი ან პოტენციურად შეურაცხმყოფელი შინაარსის
  • მომხმარებელებისთვის ზუსტი პასუხის გაცემა სწრაფად და სრულყოფილად
  • ბაზრის სპეციფიკური ცოდნის გამოყენება დსთ–ეს ბაზარზე მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად
  • შეკრება, ანალიზი და შესაბამისი მონაცემების გამოყენება მომხმარებელების გამოცდილების განვითარებისთვის
  • პრობლემების გადაჭრის უნარის გამოყენება დიდი და კომპლექსური ბიზნეს საკითხების მოსაგვარებლად

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ბაკალავრის და/ან მაგისტრის ხარისხი ან ექვივალენტური გამოცდილება (მათემატიკის ან სამეცნიერო დისციპლიების ცოდნა სასურველია)
  • სტრატეგიული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის კრეატიული უნარები
  • Facebook-ისა და Instagra-ის საზოგადოების დახმარების ძლიერი სურვილი
  • კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კარგი უნარები
  • დამოუკიდებელი ადამიანი, რომლესაც სხვადასხვა გარემოში შესაბამისი უნარების გამოვლენა და პრიორიტეტების შეუძლია
  • მონაცემთა ანალიზისთვის აუცილებელი პროგრამების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად
  • სრულყოფილად ქართული და ინგლისური ენების წერითი და სასაუბრო უნარები სავალდებულია, რუსული ჩაითვლება უპირატესობად.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები