LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთმა უმამაცესი ფანი დაკარგა: როგორ დაემშვიდობა მსოფლიო ბრედლი ლოურის

106

„სანდერლენდის“ ნორჩი გულშემატკივარი ბრედლი ლოური სიმსივნის იშვიათ ფორმას – ნეირობლასტომას ებრძოდა და სამწუხაროდ ამ ბრძოლაში დამარცხდა.

ტვიტერის ათი ათასობით მომხარებელმა გამოხატა მწუხარება ბრედლის გარდაცვალების გამო, რომელმაც სიყვარული არა მარტო ინგლისში, არამედ მთელ მსოფლიოში მოიპოვა.

ექვსი წლის ბიჭუნა ბევრს ჩაუვარდა გულში.

 

„სანდერლენდში“ ბიჭუნას გარდაცვალების ამბავი მაშინვე გაიგეს: „მთელი ჩვენი ფიქრები ლოურის ოჯახზეა“.

დღეს ჩვენ პატარა ლეგენდა დავკარგეთ.

„ვესტ ჰემის“ ოფიციალური ექაუნთი: „შენ ჩვენ ყველანი სიმამაცით აღგვავსე. მშვიდად განისვენე ბრედლი“.

„ევერტონის“ ოფიციალური ექაუნთი: „კლუბში ყველანი უაღრესად დამწუხრებულები ვართ ამ ამბის გაგების შემდეგ“.

„ჩელსი“: „ბრედლიმ ჩვემ შეგვძვრა თავისი ღიმილით და სიმამაცით“.

მწუხარებას შეურთდნენ არა მარტო ინგლისური კლუბები.

„ის ზლატანზე ძლიერია“ – ასე გამოეხმაურა იბრაჰიმოვიჩის ფანების ექაუნთი.

„საშინლად მძიმეა პატარა ბრედლის გარდაცვალების ამბავი. ის იყო მებრძოლი და შთამაგონებელი ბოლო წუთამდე“, – დაწერა გარი ლინეკერმა, რომელიც პირადად ურთიერთობდა ბიჭთან.

„ბრედლის სიმამაცე ფეხბურთის მოყვარულების გულს მთელ მსოფლიოში შეეხო“ – ნათქვამია პრემიერლიგის ტვიტერზე.

გვერდზე არ დარჩენილა ფიფაც: „ფეხბურთმა ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ფანი დაკარგა“.

 

მომხმარებლებს ჯერმეინ დეფო გაახსენდათ, რომელსაც მუდმივად ქონდა კონტაქტი ბრედლისთან და მის ოჯახთან. „დეფომ და ლოურიმ უნდა მიიღონ ჯილდო „წლის სპორტული პერსონა“.
დეფოს ბრედლიზე ხუთშაბათის პრესკონფერენცაზე კითხეს, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ფეხბურთელმა ცრემლები ვერ შეიკავა.

„ეს ადამიანი იმსახურებს რაინდის ტიტულს, რაც მან გააკეთა ბრედლისთვის და მისი ოჯახისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები