LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნა” დარგის ლიდერია – რადიოჰოლდინგმა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო

165

„ფორტუნა” დარგის ლიდერია – რადიოჰოლდინგმა კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა. ამჯერად მას შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ჯილდო გადაეცა, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სფეროში წარმატებულად საქმიანობის გამო.

რადიოჰოლდინგის შეფასებისას გამოიყენეს შემდეგი კრიტერიუმები: მოგება/ზარალი, წლიური ბრუნვა, დასაქმებულის საშუალო თვიური ანაზღაურება, დასაქმებულის რაოდენობა და დანახარჯები დასაქმებულებზე.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას” გენერალურდირექტორი, თამარ ჩიგოგიძე: „იყო ლიდერი – ჩვენთვის არის უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა. ეს მოითხოვს, მუდმივად ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, ვზრუნავდეთ განვითარებასა და ნოვაციებზე, რადგან გავამართლოთ ის სიყვარული და ნდობა, რომელიც წლების მანძილზე მოვიპოვეთ და დავიმსახურეთ”.

რაც შეეხება ღონისძიებას, რომელზეც რადიოჰოლდინგმა აღნიშნული აღიარება მოიპოვა, ეს არის საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგი- ინფორმაციულ ანალიტიკური სტრუქტურა, რომელიც ბიზნეს რეიტინგების კავშირის შემავალი ქვეყნებიდან ერთ-ერთია. წევრი ქვეყნებია: საქართველო, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, უზბეკეთი.

ზემოთ ჩამოთვლის ქვეყნებში „ბიზნეს რეიტინგების კავშირი” ატარებს ბიზნეს სექტორის საჯარო ეკონომიკური მაჩვენებლების დამუშავებას და ამ მონაცემების საფუძველზე აჯილდოებს წარმატებული კომპანიებს. ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა, საქართველოში კი საქმიანობს 2015 წლიდან.

როგორც “ბიზნეს რეიტინგების კავშირის” საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ,  ჩვენს ქვეყანაში დაარსებიდან 15000 კომპანიის შესახებ არის რეიტინგი შედგენილი. 300-ზე მეტი ქართული კომპანია დაჯილდოვდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის 2017 წლის ლიდერი კომპანიების ხარისხობრივი რეიტინგების შედგენაზე იმუშავა GPG (GEORGIAN POLLING GROUP)-მა, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციიის დაკვეთით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატიდან აღებულ მონაცემებზე დაყრდნობით. 2018 წლის 24 მარტს ჩატარდა 41 დაჯილდოების ცერემონია სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლში, სადაც სხვადასხვა საქმიანობის სფეროდან გამოვლინდნენ ლიდერი კომპანიები :

  1. ორბი ჯგუფი-  საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა
  2. ანაგი- სამშენებლო პროდუქცია,  მშენებლობა და უძრავი ქონება
  3. ტოიოტა ცენტრი თბილისი -(ავტომობილებით ვაჭრობა)
  4. კლინიკა ლ-ჯ (სერვისი – საავადმყოფოს და მასთან დაკავშირებული მომსახურებები)
  5. ვასაძის პური (დისტრიბუცია, კვების  პროდუქტები)
  6. ჯორჯიან მანგანეზი (მანგანუმის მადნის (შავი ქვის) მიწისქვეშა მეთოდით მოპოვება და გამდიდრება ; სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ფეროშენადნობებისა და დანარჩენი პროდუქციის წარმოება)
  7. აიბი მთიები – განათლება და მეცნიერება -სკოლები
  8. ჯი ემ პი  -ძირითადი ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება
  9. კლინიკა მედი –  ესთეტიკური მომსახურება, სარეაბილიტაციო და   გამაჯანსაღებელი ცენტრები
  10. ავერსი რაციონალი – მედიკამენტების წარმოება ; საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით
  11. ომეგა მოტორსი – ავტობიზნესი
  12. ივერონი- რესტორნები
  13. ასკანელი ძმები – დისტილირებული ალკოჰოლური სასმელები
  14. ემ ტექნიკსი – (მიდეა – გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები)
  15. პროექტმშენ კომპანი – საქმიანობა არქიტექტურის სფეროში; მშენებლობასთან დაკავშირებული
  16. საინჟინრო და ტექნიკური საქმიანობა
  17. ემ ერ ჩემიკალი- ბიტუმოვანი ფიქალებისა და ბიტუმოვანი ქვიშაქვის მოპოვება
  18. ვი &ეს ბრაზერს- ავტომობილები მეორადი და ახალი – იმპორტი, ვაჭრობა,  უცხოური კომპანიების წარმომადგენლობები
  19. ნატალი ჯგუფი- არასასურსათო საქონლის დისტრიბუცია (ჰიგიენის, ტმის და კანის მოვლის საშუალებები)
  20. გარდაბნის თბოსადგური – თბოელექტროსადგური
  21. აისი ბორჯომი -სასტუმრო რესტორნით
  22. მაგისტრი- დაცვის სამსახური
  23. რადიოჰოლდინგი ფორტუნა (საქმიანობა რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სფეროში)
  24. აგის ჯორჯია +- რკინის კონსტრუქციების წარმოება მშენებლობისთვის
  25. აია ჯეს (სერვანტესის გიმნაზია) – საშუალო განათლება
  26. ქალაქ ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი- საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
  27. შპს ნინო მიქაძე- საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული პროდუქციით
  28. აი ტექნიკი- აიფონის ერთ-ერთი დისტრიბუტორი სქართველოში
  29. ახალციხის კლინიკა იმედი – საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში
  30. დიდუბე- საკუთარი უძრავი ქონების გაქირავება, ინტეგრირებული ქართული სისტემები ღონისძიებებისთვის საჭირო ინვენტარის გაქირავება
  31. შპს თაშრე- რესტორანი
  32. ზურაბ ბაქრაძე- წლის საუკეთესო რესტორატორი

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, 43-ე  საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია დაგეგმილია ბათუმში, 14 ივლისს Euphoria Batumi Hotel-ში. მანამდე კი, 42-ე დაჯილდოება გაიმართება ყაზახეთში.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები