LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Freedom House-ის ანგარიშში ცვლილების შეტანა შეცდომების აღიარებას ნიშნავს – თამარ ჩუგოშვილი

89

“მედიაჰოლდინგ „იმედთან“ დაკავშირებით Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშში ფაქტების ჩასწორება იმას ნიშნავს, რომ შეცდომები იყო გაპარული, რაზეც მმართველი გუნდი საუბრობდა,” – განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

ჩუგოშვილის განმარტებით, ანგარიშში ცვლილების შეტანა შეცდომების აღიარებას ნიშნავს, რაც კარგია, რადგან ფაქტობრივი უზუსტობები ჩასწორდა.

„ჩვენი მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ სამომავლოდ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა მსგავს არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით არასწორი დასკვნები არ იქნას გამოტანილი. ჩასწორების ფაქტი მნიშვნელოვანია,“ – აცხადებს ჩუგოშვილი.

დეპუტატის შეფასებით, Freedom House საკმაო ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციაა და უმეტესწილად ძალიან კომპეტენტურად მუშაობს, თუმცა მისი მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ფაქტობრივი უზუსტობები და შეცდომები იყო დაშვებული.

„ეს გასწორებაც ამას ადასტურებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები თავად დასკვნის არასწორობას ან უზუსტობას აღარ შეუწყობს ხელს,“ – დასძენს ჩუგოშვილი.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა 2017 წლის ანგარიშში მედიაჰოლდინგ „იმედთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ორი მცდარი ფაქტი აღიარა და შენიშვნის სახით გაასწორა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები