LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფულის ბეჭდვის შეჩერებამ იენა გაამყარა: ნავთობი ბოლო 1 თვის მაქსიმუმზეა

66

მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე იაპონიის ნაციონალური ვალუტა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიზანმიმართული დასუსტების მსხვერპლი იყო, გამყარების ტენდენციას აფიქსირებს. ანალიტიკოსების ინფორმაციით, იენას მიერ გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იაპონიის ცენტრალური ბანკის შეხვედრიდან გამოსული მესიჯები. კერძოდ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე სტიმულაციის პროგრამის დამატებითი პაკეტის შემუშავებისა და ფულის ბეჭდვის პოლიტიკის გაფართოებისგან თავი შეიკავოს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, იაპონიაში დაეცა საწარმოო აქტივობის მაჩვენებელი და თვიდან თვემდე დინამიკაში დაფიქსირებული 3,2% მატების ნაცვლად აგვისტოს თვეში 5,7%-იანი ვარდნა დააფიქსირა. ანალიტიკოსების ნაწილის მტკიცებით, ცენტრალური ბანკი 30 ოქტომბრის შეხვედრაზე კვლავ გამოიტანს მნიშვნელოვან საკითხად დამატებითი სტიმულაციის პროგრამის ახალი ეტაპის ამოქმედებას, თუმცა ეს მიდგომები ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება.

რაც შეეხება ნავთობის ფასს, როგორც ”ფორტუნას” ადმირალ მარკეტსიდან” აცნობეს, კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი ყველასთვის მოულოდნელად რამდენიმე პროცენტით გაძვირდა და ბოლო 1 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. ანალიტიკოსების განცხადებით, ფასის ზრდისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რუსეთის სურვილი, შეხვედრა გამართოს მსოფლიოში ნავთობის უმსხვილეს მწარმოებლებთან. ქვეყანას, რომელიც სამ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს შორის მოიაზრება, ნავთობზე ფასის კლებით ეკონომიკა ფაქტობრივად თავზე დაემხო. ამას მოჰყვა გასული წლის ბოლოს რუბლის რეკორდული ვარდნა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მზად არიან ოქტომბრის ბოლოსთვის საუდის არაბეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართონ. ბლუმბერგის ცნობით, რუსეთის მხარის ეს სურვილი დამეთხვა საუდის არაბეთის კომპანია არამკოს მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზიაში ნავთობის ფასის მკვეთრ შემცირებას. მედია გამოცემის ცნობით, არამკომ, ქვეყნებში ნავთობის ექსპორტის საფასური დაახლოებით 3 დოლარით გააიაფა. ექსპერტები ამბობენ, რომ ფასის ამგვარი კლება რუსეთს, რა თქმა უნდა, არ აწყობს, რითაც აიხსნება მისი მზაობა შეხვედრის გამართვის შესახებ. ფაქტია, რომ რუსეთის სურვილმა ფასების დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით მყისიერად იმოქმედა ნავთობის ფასზე და როგორც ბრენტის, ასევე ამერიკული ნედლი ნავთობის შემთხვევაში ფასის ზრდას შეუწყო ხელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები