LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ბათუმში კონცერტს გამართავს

70

მერაბ სეფაშვილი ქართველი მსმენელის წინაშე 15 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე წარდგება. მომღერალი საკმაოდ დიდ პროგრამას ამზადებს. სიმღერები ცოცხლად შესრულდება.

მერაბ სეფაშვილი:

კონცერტი 15 აგვისტოს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გაიმართება. ბენდთან ერთად გამოვალ, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული. საკმაოდ დიდ კონცერტს ვგეგმავთ, შესრულდება უამრავი ძველი სიმღერა. მე ვაპირებ რამდენიმე ახალი სიმღერის შესრულებას, ალბათ, „ქუჩის ბიჭებიც“ შეასრულებენ. დუეტებსაც ვგეგმავთ.

ძალიან კარგი ემოციები მაქვს. ახლახან ყვარელში მქონდა კონცერტი, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. მართალია, წვიმა მოვიდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია. ხომ იცით, მიყვარს ზაფხულის წვიმა.

„ზაფხულის წვიმასაც“ შეასრულებთ?

რა თქმა უნდა (იღიმის). წვიმა იქნება თუ არა, ეს სიმღერა მაინც შესრულდება.

კონცერტი დაიწყება 20:00 საათზე. ბილეთების შეძენა Tkt.ge-ს საშუალებით შეგიძლიათ.

[fbvideo link=”https://apps.facebook.com/fortuna1069/videos/vb.266131756744994/1280061025352057/?type=2&theater” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები