LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის CSR-ი და როგორ უნდა მართოს კომპანიამ კრიზისები – FM ქოუჩი

47

გადაცემის ლაივი LIVE

კრიზისი კომპანიაში უარყოფითად აისახება კომპანიის იმიჯზე. რა არის CSR-ი და როგორ უნდა მართოს კომპანიამ კრიზისები, გადაცემის ‘FM ქოუჩი’ სტუმარია ტრენერი ნიცა ჩოლოყაშვილი.

რა არის CSR ?

CSR ანუ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, არის კომპანიის ნებაყოფილობითი საქმიანობა, რომლის მიზანია შექმნას ბიზნესის წარმოების ისეთი მოდელი სადაც დაბალანსებულია კომპანიის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერესები. ეს არის გრძელვადიანი პროგრამა, რომლის მიზანია მდგრადი განვითარება. თუმცა, აქ არ იგულისხმება კონკრეტულად ამ კომპანიის მდგრადი განვითარება, აქ საქმე ეხება კომპანიის გარშემო არსებული ჯგუფების მდგრად განვითარებას. CSR პროგრამები მიმართულია ამ ჯგუფების კეთილდღეობაზე, მათთვის ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც დაცულია როგორც მათი პირადი სამუშაო პირობები, მაგალითად, თანამშრომლების სამუშაო გარემო, ასევე გარე ჯგუფების ინტერესებზე მორგებული პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს ამ ჯგუფების განვითარებას, მაგ;-ეკოლოგიურად სუფთა სივრცეში ცხოვრების უფლება, საგანმანათლებლო პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამები და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ CSR არ აგვერიოს ქველმოქმედებაში, რადგან CSR არის ბიზნესმოდელი, რომელიც მუშაობს მუდმივად და არა ერთჯერადი პროექტი.

როგორ უნდა შევარჩიოთ თემა, რომელიც გახდება  CSR აქტივობა?

არსებობს ერთხმად აღიარებული გაეროს  პრინციპები, რომელიც ოთხ მიმართულებად ჩამოყალიბდა: შრომის უფლებები, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ კომპანიამ, რომელიც გადაწყვიტავს თავის ბიზნეს მოდელში ჩააშენოს CSR -ი, პირველ რიგში უნდა გამოიკვლიოს ეგრეთ წოდებული stockholders ჯგუფები, ანუ ის ინტერესთა ჯგუფები, რომელებიც მისი ბიზნესის გარშემო ტრიალებენ. ასეთი ჯგუფებია: კომპანიის თანამშრომლები, ლოკალური თემები (ადამიანები, რომლებიც ცხოვრონენ მაგალითად, წარმოების გარშემო, იმ უბანში, რეგიონში, რაიონში) არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. შემდეგი ეტაპია გარემოს კვლევა და ამ ჯგუფების ინტერესების და პრობლემების განსაზღვრა. სწორედ კვლევიდან მოსული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება კომპანია ჩამოყალიბდეს, რა მიმართულება უფრო მნიშვნელოვანია ამ ჯგუფებისთვის და მასზე ააგოს საკუთარი CSR აქტივობა. არის შემთხვევები, როცა მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო თემები, შშმ პირთა საკითხები, გარემოს დაცვა – ტყეები, მდინარეები, დაბინძურებული ჰაერი, შრომის უფლებები და შრომის უსაფრთხოება. მოკლედ, არჩევანი დიდია, მთავარია სწორედ განსაზღვრო საჭიროება ამა თუ იმ პროგრამის და გრძელვადიანად, მიზანზე ორიენტირებულად დაგეგმო აქტივობა. ჩართოთ დაინტერესებული ჯგუფები და შეუდგეთ განხორციელებას.

მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არაა პროგრამა, რომელიც იწყება და მთავრდება. ეს არის მუდმივმოქმედი საქმიანობა. ამ საქმიანობის წარსამართავად კი საჭიროა ბიუჯეტი, გრძელვადიანი დაგეგმვა,  შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალური კადრების აყვანაც. საქართველოში როგორც წესი CSR -ით დაკავებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. თუმცა, გლობალურად დიდ კომპანიებში ცალკე არსებობს CSR მენეჯერის პოზიცია, რომელსაც გააჩნია საკუთარი კადრები და ბიუჯეტი.

ეს ნებაყოფილობითი აქტია, რომელიც ხაზს უსვამს კომპანიის ეთიკურობას, ღირებულებებს და მუშაობს ინტერესთა ჯგუფების კეთილგანწყობაზე რაც საბოლოო ჯამში აისახება კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციაზე. რეპუტაცია კი ურყევი კაპიტალია, რომელიც კრიზისების დროს  ინარჩუნებს კომპანიის და ბრენდის მდგრადობას.

რა არის კრიზისი?

ამერიკის კრიზის მენეჯმენტის ინსტიტუტის განსაზღვრება ასეთია: ბიზნესის ნგრევის მაგალითი, რომელიც აძლევს თემას მედიას და ხდება სატელევიზიო თუ საგაზეთო პუბლიკაციის ძირითადი, მნიშვნელოვანი მიზეზი. სახალხო ყურადღება აზიანებს ორგანიზაციის მუშაობას და შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური, სამართლებრივი, ფინანსური და მმართველობითი დარტყმა ბიზნესზე.

კრიზისის 5 კატეგორიაა ცნობილი: ადამიანური შეცდომა, მექანიკური ჩავადრნა, მენეჯმენტის გადაწყვეტილებები, ტექნოლოგიური კრახი და ფორს – მაჟორი.

კრიზის მენეჯმენტი არის პროცესი, სადაც კრიზის მენეჯმენტის გუნდი აქტიურად ებრძვის და ცდილობს გაართვას თავი რეალურ ვითარებას. კრიზის კომუნიკაცია კი კრიზის მენეჯმენტის ნაწილია და გულისხმობს მედიასთან ურთიერთობას, ამყარებს კავშირებს დაინტერესებულ ჯგუფებთან და მართავს სიტუაციის აღქმას სხვათა მიერ. პოტენციური კრიზისისთვის დაგეგმვის პროცესი არის ძალიან კრიტიკული რეპუტაციის გადარჩენისთვის. განსაკუთრებით, მოულოდნელ მოვლენას შეუძლია იქონიოს დამანგრეველი გავლენა კორპორაციის რეპუტაციაზე. მით უფრო მაშინ, როცა არაადეკვატურ დაგეგმარებასთან გვაქვს საქმე. კრიზისული მენეჯმენტის წარმატება დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც გაერთიანებულნი არიან კრიზის მენეჯმენტ ჯგუფში. გუნდი უნდა იყოს მცირე და თითოეული ადამიანი აცნობიერებდეს პირად პასუხისმგებლობას. ასევე, საქმე უნდა იყოს გადანაწილებული და თითოეულმა იცოდეს რას აკეთებს ის. ჯგუფის შემადგენლობა დამოკიდებულია კრიზისის შინაარსზე, თუმცა, ძირითადი გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული შემდეგნაირად:  ჯგუფის მენეჯერი, მედია „მეკარე“ – ინფორმაციის მაკონტროლებელი ადამიანი, რომელიც აკეთებს განცხადებებს მედიისთვის და დაინტერესებული ჯგუფებისთვის.

ხშირად, ვიდრე თემა გახდება კრიზისული, ის უკვე ცნობილია მენეჯერებისთვის. ამ სტადიას ჰქვია რისკ ფატორების სტადია. მნიშვნელოვანია კომპანიაში არსებობდეს რისკის რეპორტინგის და პრობლემის რისკის დონეზე მართვის შესაძლებლობა, რათა ეს რისკი არ იქცეს კრიზისად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები