LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენა აქვს კულტურას მოლაპარაკებების პროცესზე – FM ქოუჩი

4

კვლევები აჩვენებს, რომ კულტურას გავლენა აქვს მოლაპარაკებებზე, სტრატეგიასა და ქცევაზე. რამდენად აუცილებელია ვისწავლოთ მოლაპარაკებების წარმართვამდე მეორე მხარის კულტურა და ღირებულებები, გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის ასოცირებული პროფესორი და ტრენერი ტატო სიხარულიძე.

არის თუ არა კულტურა ნასწავლი ქცევა?

ჩვენ დავიბადეთ და ვიზრდებით გარკვეულ გარემოში, ვსწავლობთ ქცევას, კულტურა ჩვენთვის არის ნასწავლი ქცევა, გარკვეული დროის შემდეგ კი ავტომატურ სიტუაციაში გადადის. როცა ვხვდებით სხვა კულტურაში, იქ უკვე იქმნება პრობლემა, ჩვენ ვცდილობთ მივუდგეთ გარკვეულ კულტურას კლიშეებით, რაც ზოგ შემთვევაში არ არის სასურველი…

ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრს იკვლევენ დასავლეთში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კულტურას გავლენა გააჩნია არა მხოლოდ მოლაპარაკებაზე, არამედ სამუშაო პროცესზე. კულტურებს შორის არსებობს განსხვავებები, რამაც შეიძლება ნაწილობრივ იმოქმედოს მოლაპარაკებებზე.

რამდენად გამართლებულია, როცა მომლაპარაკებელი ცდილობს შეცვალოს თავისი სტილი და მიუსადაგოს სხვა კულტურას?

თუ გვაქვს ზედაპირული ცოდნა მეორე მხარის კულტურის თაობაზე, მეორე მხარე შეიძლება დაიბნეს, იფიქროს, რომ ჩვენ გვაქვს მეტი ინფორმაცია მის კულტურაზე. თუმცა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არ გვაქვს სათანადო ცოდნა, რაც მოლაპარაკების პროცესზე შესაძლოა აისახოს. როგორც კვლევამ აჩვენა, როდესაც ჩვენ მივდივართ მისიით საზღვარგარეთ, ჩვენ გვჭირდება 24-დან 31 თვემდე რომ ვადაპტირდეთ,  „გავშინაურდეთ“ სხვა კულტურასთან. აქტიურად ვერთვებით მათ სოციალურ ცხოვრებაში, კონტაქტი გვაქვს განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებთან.

რა გავლენა აქვს კულტურას მოლაპარაკებების პროცესზე?

უნდა ვიცოდეთ, რომ კულტურული განსხვავების გამო მოლაპარაკებები შეიძლება ჩაფლავდეს. შესაძლებელია მომლაპარაკებლებმა ერთმანეთს ვერ გაუგონ, თუმცა თუ ორივე მომლაპარაკებელი ორიენტირებულია მიზანზე, წარმატება გარანტირებულია, ბუნებრივია სჯობს გარკვეული ცოდნა გვქონდეს მეორე მხარის კულტურის შესახებ, ვიდრე მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით. ხშირად მომლაპარაკებლები სწავლობენ ენას, ზოგიერთი კულტურა ცოტა უხეში და მიმწოლია, ამიტომ როცა დიდ კომპანიებს შორის არის მოლაპარკებები, სასურველია მსგავსი ცოდნა გვქონდეს. არის კურიოზული სიტუაციებიც,  ფრანგული და გერმანული დელეგაცია ხვდებოდა ერთმანეთს, მოლაპარაკებები სასტუმროში უნდა წამართულიყო. გერმანელებს პუნქტუალურობა უყვართ, ფრანგებს ახასიათებთ დაგვიანება. აღმოჩნა, რომ გერმანელებმა დააგვიანეს შეხვედრაზე, ფრანგები კი დათქმულ დროს გამოცხადნენ, ასე ვთქვათ ერთმანეთის კულტურას სცეს პატივი.

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები