LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს გადაწყვეტილების მიღების სტრატეგია – FM ქოუჩი

19

გადაცემის ლაივი LIVE

გადაწყვეტილების მიღება ქცევის სტრატეგიაა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს რუკას და ცხოვრებას. მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორებია გარე ინფორმაცია, წარსული გამოცდილება, ემოციური ფონი და ა.შ. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ქოუჩი, ტრენერი ირინა ჭოჭუა.

რას ნიშნავს გადაწყვეტილების მიღების სტრატეგია?

ყველა ადამიანს ინდივიდუალური ქცევის სტრატეგია აქვს, თუმცა ამ შემთვხვეაში შეგვიძლია გამოვყოთ ორი ყველაზე გავრცელებული მოდელი. ერთი, გადაწყვეტილების მიღება ანალიზის საფუძველზე და მერე, სპონტანური ქცევა.
გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიებს თუ შევხედავთ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ჭრილში, ირთვება ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ რიგში ეს არის ადამიანის სამყაროს აღქმის მოდელი, იგივე რუკა. ეს არის NLP-ს ერთ-ერთი საბაზისო პრინციპი, რომელიც გვეუბნება, რუკა არ არის ტერიტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს სამყაროს აღქმის საკუთარი ინდივიდუალური მოდელი აქვს, რომელიც ყალიბდება წარსული გამოცდილების და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ჩვენი რუკა მოიცასვ ქცევის სხვადასხვა სტრატეგიებს, მაგალითად, დასწავლის სტრატეგია, კომუნიკაციის მოდელი, როგორ ვიქცევით სტრესის დროს და ა.შ. მათ შორისაა გადაწყვეტილების მღების სტრატეგია. ბუნებრივია, ამ ქმედების დროს, ადამიანი პირველ რიგში ეყრდნობა თავის წარსულ გამოცდილებას და იმეორებს ოდესღაც დასწავლილ ქცევას. ქოუჩინგის და NLP ტექნიკების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ჩვენთვის არაეფექტური ქცევის სტრატეგიები და ჩავანაცვლოთ იგი ეფექტურით.

გადაწყვეტილების მიღების დროს ქცევას განაპირობებს მეტაპროგრამები…

ეს არის ერთგვარი აზროვნების ფილტრები, რომელიც ადამიანს უყალიბდება ეტაპობრივად. შესაბამისად, რაც მეტაპროგრამის მატარებელიც არის, დაახლოებით ისეთი ქცევის სტრატეგიები აქვს. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ორი მეტაპროგრამა: გლობალურად მოაზროვნე და დეტალებზე ორიენტირებული. გლობალურად მოაზროვნე არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს აღიქვმს ერთ დიდ სურათად, არის სტრატეგიულიად მოაზროვნე და იხედება, ასე ვთქვათ, შორს. დეტალებზე ორიენტირებული კი არის უფრო ტაქტიკოსი ადამიანი, რომელიც დიდ ყურადღებას ამახვილებს სურათის შემადგენელ ნაწილებზე. შესაბამისად, ამ ორი სხვადასხვა აზროვნების ფილტრის მქონე ადამიანები გადაწყვეტილებებსაც სხვადასხვა ინფორმაციის და ემოციის საფუძველზე იღებენ. ასევე ძალიან მარტივი შესამჩნევია შემდეგი ფილტრები: ორიენტირება პრობლემაზე თუ ორიენტირება შესაძლებლობებზე. ერთ შემთხვევაში ადამიანი ამოდის პრობლემიდან და აქედან თავის დაღწევის გზებს ეძებს. მეორე შემთხვევაში კი ადამიანს აქვს უნარი დაინახოს შესაძლებლობები და შესაბამის ქცევის სტრატეგიებიც აქვს.

 

რა ტექნიკა გამოიყენება ქოუჩინგში გადაწვეტილების მიღების დროს?

გადაწყვეილების მიღების დროს ქოუჩინგში რამდენიმე ტექნიკას ვიღენებთ. მათ შორის ერთ-ერთია დეკარტეს კოორდინატები. ამ ტექნიკის გამოყენებისას ისმება ოთხი კითხვა: რას მივიღებ, თუკი ეს მოხდება, რას დავკარგავ თუკი ეს მოხდება, რას მივიღებ თუკი ეს არ მოხდება, რას დავკარგავ თუკი ეს არ მოხდება. ხდება ამ ოთხი კითხვის საფუძველზე სხვადასხვა შესაძლო ვარიანტების განხილვა და ჩამოყალიბება. ერთი შეხედვით, შეიძლება ეს კითხვები მსგავსად მოგეჩვენოთ, თუმცა თავისი სტრუქტურით სრულიად განსხვავებულია და გვაძლევს საშუალებას ყველა მხრიდან შევხედოთ საკითხს.
ასევე გადაწყვეტილების მიღების დროს ძალიან კარგია თუკი არსებული საკითხიდან დისოცირებას შევძლებთ. ეს არის ტექნიკა, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოვლენებს შევხედოთ გვერდიდან. ამ შემთხვევაში საკითხთან მიმართებაში ემოციური ბმა გვაქვს ნაკლები, რაც გვაძლევს საშუალებას უფრო რაციონალური გადაწყვეტილება მივიღოთ.
პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტექნიკაა დროში ცვლილება. ეს ტექნიკა გულისხმობს შემდეგი სახის კითხვის დასმას საკუთარი თავისთვის გადაწყვეტილების მიღების დროს: ეს გადაწყვეტილება (ან გნებავთ ეს ქმედება) რას მომიტანს მე 1, 5 ან 10 წლის მერე? (აქ სასურველი დრო თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ). ამ შემთხვევაში ირთვება თვითრეფლექსია, რაც მთლიანობაში ძალიან სასარგებლო პროცესია.
ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღების დროს უდიდეს როლს ასრულებს ადამიანის ღირებულებათა სისტემა და მისი გაცნობიერება. ნებისმიერ ჩვენს ქმედებას თუ ქცევის სტრატეგიას საფუძვლად სწორედ რომ ჩვენი ღირებულებები უდევს. აქედან გამომდინარე კი ჩვენი ემოციები და ჩვენი აზროვნების ფილტრები განსაზღვრავენ თითოეული ადამიანის ქცევას, რომელიც ყველასთვის არის ინდივიდუალური და განსხვავებული.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები