LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი ამბიცია აქვს ბიზნესომბუდსმენს და როგორ აპირებს ის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის მედიატორის როლის შესრულებას

5

რისი ამბიცია აქვს ბიზნესომბუდსმენს და როგორ აპირებს ის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის მედიატორის როლის შესრულებას – ინტერვიუ ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან

-რა შეგიძლიათ მითხრათ ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე, ბიზნესკომპანიების მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე

– პირველ რიგში მადლობა პრემიერ-მინისტრს ამ ნდობისთვის, ასევე მადლობა ბიზნესკომპანიებს, რომელთა მხრიდან საავანსო შეფასებები გაკეთდა, ეს მიძლიერებს პასუხისმგებლობას, რომ მათი წუხილი მივიტანო შესაბამის უწყებებამდე. ყოველთვის მქონდა აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან, საჯარო სექტორშიც და საჯარო სექტორის გარეთაც. ბიზნესგარემო პოზიტიურია, ამას ადასტურებს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, თუმცა ბიზნესის წარმოების პროცესში შეიძლება იყოს საკითხები, რაც მათ აწუხებთ, ამიტომ ამ ნაწილში მედიატორობა არის საჭირო და აუცილებელი. ბიზნესს უნდა შევუქმნათ ის პლატფორმა, რომელიც გააადვილებს კომუნიკაციას, ამის მზაობა არის სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდანაც. ბიზნესი არის ცოცხალი ორგანიზმი, არის ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა, ბუნებრივია ამ პროცეში არის საკითხები, რაშიც ბიზნესის ინტერესები მნიშვნელოვანია.

როდიდან დაიწყებთ ბიზნესკომპანიებთან შეხვედრებს და სანამ შეხვედრები გაიმართება, რას გვეტყვით მათ პოზიციასა და წუხილებზე

-ჩემი პოზიცია შეიძლება მქონდეს და ჩემი დაკვირვება გითხრათ, მაგრამ მე მაინც დაველოდები შეხვედრებს ბიზნესსექტორთან. ვფიქრობ, მომავალი კვირიდან დავიწყებთ, მსხვილ, წვრილ ბიზნესგაერთიანებებთან, არასამავრობო ორგანიზაციებთან, სექტორულ და რეგიონალურ გაერთიანებებთან შეხვედრებს, მათთან კომუნიკაციის შედეგად საკითხებს შევაგროვებთ და პრიორიტეტების მიხედვით დავყოფთ.

რა ფორმით, რა ფორმატით შეასრულებთ მედიატორის ფუნქციას

-ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ საკითხებზე. პირველი შეხვედრის მიზანი იქნება, რომ საკომუნიკაციო პლატფორმაზე შეთანხმება მოხდეს. არის ინსტრუმენტები ბიზნესომბუდსმენის აპარატში, მაგ. წერილობითი ფორმა, საიტის, ცხელი ხაზის ან პირადი მომართვების საფუძველზე. ეს ერთი, როცა ბიზნესის მხრიდან იქნება მომართვა და მეორე მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ინიციატივა, რაც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან იქნება, განსახილველად მივიდეს ბიზნესამდე.

-ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის მთავარი ფუნქცია არის, რომ საკითხები მიიტანოს და გაცვალოს ორ მხარეს შორის, შეხვედრა შეხვედრისთვის ხომ არ იქნება თუ რეალურ შედეგებს მიაღწევთ

-კარგი მემკვიდრეობა აქვს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტს, გიორგი გახარიას პერიოდში ბევრი საკითხი იცის ბიზნესმა, რომელიც სწორედ ამ ინსტიტუტის აქტიური მოქმედებით გადაჭრილა. ჩემი პირადი ამბიციაც ეს არის, რომ იყოს ბევრი კომპრომისი ბიზნესის მოთხოვნებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. მიზანი იქნება კომპრომისის მიღწევა, რამდენად გამოგვივა, ეს სხვა საქმეა. სადაც იქნება ბიზნესის მოთხოვნა სამართლიანი, ბოლომდე მივყვებით საკითხს. თუ საკმარისი არგუმენტაცია არ იქნება, ამასაც ღიად ვიტყვით.

რა არის საჭირო, რომ კიდევ უფრო უკეთესი გარემო იყოს ბიზნესისთვის, არის ბევრი პროექტი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, მაგ. „აწარმოე საქართველოში“, თუნდაც საკანონმდებლო კუთხით რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, ამაში თქვენი როლი და ჩართულობა როგორი იქნება

-ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტს აქვს კანონით განსაზღვრული უფლება, თუ საკანონმდებლო ნაწილში იქნება ხარვეზი, იზრუნოს ამის გამოსწორებაზე. თუმცა დაველოდოთ ჯერ შეხვედრას, იქ იქნება კონკრეტული საკითხები. როგორც ვიცი, ბიზნესის წუხილები ბიუროკრატიულ ნაწილს უკავშირდება . ზოგადად, მეტი მოქნილობა ქმნის უფრო მეტ კომფროტს ბიზნესისთვის საკითხების გადაჭრის დროს.

რას ჰპირდებით ბიზნესს, როგორც ბიზნესომბუდსმენი

-ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან ნდობა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი განვლილი კარიერა მაძლევს ამის საშუალებას, რომ ნდობის მანდატი მქონდეს. მაქსიმალურად ვპირდები ყველას, რომ ნებისმიედრ რაციონალურ გადაწყვეტილებასა და მოთხოვნაში ბოლომდე მათ გვერდით ვიქნები, რა თქმა უნდა. ეს იქნება მხარდაჭრა, რაც ჩვენი მთავარი ამოცანაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები