LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მართოთ სტრესი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

60

სტრესი ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში ზოგჯერ შეუძლებელია სტრესის პრევენცია, მნიშვნელოვანია სტრესის მართვის ოპტიმალური გზების მონახვა. გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი თათია ტურაშვილი.

 

რა ფაქტორები განაპირობებს სტრესს?

სტრესი ნებისმიერ თაობაში იყო აქტუალური საკითხი. სტრესი ეს არის ადამიანის რეაქცია, რომელიც ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ დონეზე შეიძლება მიმდინარეობდეს. ეს არის ინდივიდუალური პროცესი და ყველა ადამიანში განსხვავებულად ვლინდება. სტრესი გავლენას ახდენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, განწყობაზე… ადამიანები ამ დროს გრძნობენ დაღლილობას, მუდმივ აღგზნებადობას, აპათიას. ფსიქიკურ დონეზე კი ეს მდგომარეობა გამოიხატება ხშირ გაღიზიანებაში, ტირილში, ჩხუბში, აგრესიაში,  ზოგჯერ ადამიანებს სურთ იზოლაცია.
არსებობს სტრესის მართვის სტრატეგიები, რომლის გამოყენებით ადამიანები ბედნიერების გარკვეულ დონეს ინარჩუნებენ.

 

შესაძლებელია თუ არა სტრესის მართვა?

სტრესის თავიდან აცილება თიქმის შეუძლებელია. მდგომარეობა, რომელიც გვაწუხებს, თავს ცუდად გვაგრძნობინებს და იწვევს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამოფიტვას, სასურველია ვმართოთ. თუმცა სტრესის უმართავობა საშიში არაა. სასურველია შევცვალოთ მიდგომები. სტრესის უმართაობამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები პირად და პროფესიულ ურთიერთობაში. გააჩია რა დონეზეა საუბარი, სტრესის გარკვეული მდგომარეობა შეიძლება მოტივაციაც იყოს ადამიანებისთვის.

 

7 რჩევა თათია ტურაშვილისგან:

  1. ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ეს არის სტრესის წყაროს იდენტიფიცირება. “რა მაწუხებს”- და “რატომ მაწუხებს” – ამის დიაგნოსტიკა. ჩვენს გარშემო დაახლოვებით მოვლენების 10% არსებობს, რომელთა  მართვა და გაკონტროლებაც ჩვენ ნაკლებად შეგვიძლია – ეს შეიძლება იყოს სამსახურში მენეჯერის მართვის სტილი, კლიენტების პირადი პრობლემები, საცობი გზაზე, უბედური შემთხვევები, თუმცა დანარჩენი მოვლენების 90%-ის მართვა ხშირად შესაძლებელია.
  1. კლასიფიკაცია – დაფიქრდით რამდენად შესაძლებელია არსებული სტრესის მართვა, რომელ პროცენტშია ის – 10% თუ 90%. თუ მისი მართვა შესაძლებელია, უნდა მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება და მისი მოგვარების გზების შემუშავება.
  2. ინტერპერსონალური ურთიერთობები – სტრესის დროს მნიშვნელოვანია საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, დიდი ხნის დავიწყებულ მეგობართან შეხვედრა ან  თუნდაც ახალი ნაცნობობა, როელიც ენერგიით აგვავსებს.
  3. მადლიერების გრძნობა – მადლიერების გრძნობა და გამოხატვა ადამიანების, მოვლენების და სამყაროს მიმართ გვეხმარება უფრო ეფექტრად ვმართოთ სტრესი. ყოველ საღამოს შეაჯამეთ თქვენი დღე საკუთარ თავთან და დაფიქრდით, რა იყო სამი კარგი ამბავი, რაც დღეს თქვენს ცხოვრებაში მოხდა, რისთვის ხართ მადლობელი.
  4. ბუნებასთან კონტაქტი – ისეირნეთ პარკში, მწვანე ადგილებში, ეს ადამიანებს ენერგიით ავსებს.
  5. ჯანსაღი ცხოვრების წესი – მნიშვნელოვანია ვარჯიში, ბალანსირებული კვება, ორგანიზმის შევსება საჭირო მინარალებით. ასევე, ჯანსაღი დიეტა, წყალი, კოფეინისა და სიგარეტის შემცირება.
  6. რეალისტური ოპტიმიზმი და საკუთარი თავის რწმენა – აუცილებელია გქონდეთ რწმენა, რომ გამოგივათ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. თუ გინდათ დიდ წარმატებას მიაღწიოთ, მიბაძეთ სპორტსმენებს, ისინი მუდმივად ვარჯიშობენ და ემზადებიან გამარჯვებისთვის. ზოგჯერ ერთი რაუნდიც საკამარისია დასახული მიზნების მისაღწევად, ზოგჯერ კი ადამიანს თორმეტი რაუნდის გავლა სჭირდება.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები