LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლებისგან გადმოცემული დესტრუქციული პროგრამები, რომლებიც ნეგატიურად აისახება შვილებზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

3376
მოკშა-ფეიქარი

მშობლებისგან გადმოცემული დესტრუქციული პროგრამები, რომლებიც ნეგატიურად აისახება შვილებზე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სისტემური განლაგების სპეციალისტმა, ფსიქოლოგმა მოკშა ფეიქარმა ისაუბრა.

რამდენად კოლექტიური სტილით და დესტრუქციული პროგრამებით ცხოვრობს ჩვენი საზოგადოება?

ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან კოლექტიური ცხოვრების სტილი გვაქვს, განსხვავებით ევროპისგან, სადაც ინდივიდუალიზაცია უფრო გამოკვეთილია. 

რაც შეეხება დესტრუქციულ პროგრამებს, ბავშვი სანამ დაიბადება და დედის მუცელშია მას არ აქვს საზღვრების გავლების ცნობიერება. ყველაფერი რაც დედისგან შემოდის, ბავშვის გენეტიკაში ილექება, ბავშვს დედა სჭირდება გადარჩენისთვის. ასევე მასზე აისახება, ბებია-ბაბუების და სხვების პროგრამები…

მაგრამ შემდეგ მას სჭირდება პირადი სივრცე. თუ მე პირადი სივრცე არ მექნება, მაშინ მე გენეტიკური გავლების ქვეშ ვიქნები, რომელიც მშობლებისგან და ბებია-ბაბუებისგან გადმომეცემა.

რამდენად არის სეპარაცია თვითგადარჩენის გზა…

ჯანსაღი სეპარაცია, მე უფრო ვიტყოდი დემარკაცია – საზღვრების განსაზღვრა, მნიშვნელოვანია. დემარკაცია ნიშნავს, რომ საზღვრის გავლება ვისწავლოთ, სად ვიწყები მე და სად სხვა. 

დემარკაცია უჭირთ მშობლებს, ცდილობენ შვილი მიიწებონ, მეუღლე მიიწებონ… და არ ეცდებიან თავისი ავტონომიურობა განავითარონ, ამ დროს მშობელი შედის შვილის სივრცეში და მერე შვილიც ცდილობს მშობლის იმედები გაამყაროს. 

რა პრობლემებს ვაწყდებით ყველაზე ხშირად ოჯახებში და საკითხები იკვეთება?

პრიორიტეტებია დარღვეული აწმყოს ოჯახსა და წარმომავლობით ოჯახს შორის. წარმომავლობითი ოჯახია მშობლები, და-ძმები. ხოლო აწმყოს ოჯახია, რომელსაც ქმნი – მეუღლე და შვილები. აწმყოს ოჯახი უნდა იყოს პრიორიტეტში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმომავლობით ოჯახს პატივი არ უნდა ვცეთ, მაგრამ პირველი უნდა იყოს აწმყოს ოჯახი. შვილი შეიძლება სიმბიოზური იყოს და დედის გავლენა ჰქონდეს, ვერ ხვდებოდეს ამას და დედას ანიჭებდეს პრიორიტეტს, მეუღლის მხარეს არ იყოს, ეს სიტუაცია საბოლოო ჯამში დისჰარმონიას იწვევდეს. პრიორიტეტების განსაზღვრა უნდა შეგვეძლოს, არაჯანსაღი დამოკიდებულებით ეს პრიორიტეტები არეულია და დესტრუქციულია შექმნილი ოჯახებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები