LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა წარმართოთ რთული საუბრები – FM ქოუჩი

9

რთული საუბრების წარმართვისთვის მნიშვნელოვანია  მიდგომა და ტაქტიკა. პროცესი არც ისე მარტივია, განსაკუთრეით მაშინ, როდესაც ადგილი აქვს დადანაშაულების ფაქტორს. რთული საუბრები შეიძლება გადაიზარდოს კრიზისშიც. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ტრენერი ტატო სიხარულიძე.

ვისთვის არის აუცილებელი ფლობდეს რთული საუბრების წარმართვის ტაქტიკას?

რთული საუბრების წარმართვა უნდა იცოდეს ყველამ. ყველაზე მარტივია გავექცეთ პრობლემას. კონფლიქტის დარეგულირების სხვადასხვა მეთოდები არსებობდეს, მათ შორის ადვოკატის ჩართულობა. თუმცა სასურველია ჩვენ თავად ვიცოდეთ, როგორ მოგაგვაროთ პრობლემა. კონფლიქტი ხშირ შემთხევაში არის რთული საუბრის ძირითადი საფუძველი, მე თუ დავინახე კონფლიქტი როგორც ნეგატიური – ეს არის დამანგრეველი, თუმცა თუ დავინახე კონფლიქტი, როგორც პოზიტიური ელემენტი, ეს ნიშნავს, რომ რაღაც გამოსასწორებელია, ამისთვის საჭიროა ორი ადამიანი, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან კონფლიქტში. პრობლემა ერთობლივად უნდა მოგვარდეს, უნდა ვიყოთ არა „მეზე“ ორიენტირებული, არამედ გავითავისოთ, რომ პრობლემა არის „ჩვენი ერთობლივი“ და ერთად უნდა მოვაგვაროთ.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც რთული საუბრები გადადის კრიზისში?

საუბრები გადადის კრიზისში ძირითადად მაშინ, როდესაც იდენტობას შეეხებიან. ამ დროს უნდა მოვთოკოთ ჩვენი ემოციები და გადავიტანოთ აქცენტი პირადულიდან პრობლემაზე. ძალიან მარტივია ადამიანი დაადანაშაულო, მაგრამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ არ უნდა ვეძებოთ დამნაშავე, არამედ უნდა გავიგოთ საიდან წარმოიშვა არსებული პრობლემა, ამიტომ უნდა გამოვიდეთ „დადანაშაულების ჩარჩოდან“ და მივჰყვეთ ახალ, ალტერნატიულ გზას, ეს არის ეგრეთ წოდებული კონტრიბუციის გზა. გავიგოთ ვინ, რა წვლილი შეიტანა ამ კონფლიქტში, რომ შევძლოთ შემდგომში შევძლოთ მომავალზე ორიენტაციით აღნიშნული საკითხის აღმოფხვრა. კონფლიქტური სიტუაციის შექმნაში მეტ-ნაკლებად ორივე მხარეს აქვს საკუთარი წვლილი შეტანილი. რთულ საუბრებს უნდა ვერიდოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც არარაციონალურები არიან მოთხოვნებში, ან როდესაც ძალიან მაღალია ემოციური ტემპერატურა.

როგორ უნდა წარვმართოთ რთული საუბრები?

უნდა დაივიწყოთ „დადანაშაულების ჩარჩო“, ორიენტაცია აიღოთ მომავალზე და გაითავისოთ, რომ კონფლიქტი უკვე წარსულშია. ასევე, აუცილებელია ორიენტაცია აიღოთ არა მხოლოდ თქვენს ინტერესებზე, არამედ სხვა, მეორე მხარის ინტერესზეც. უნდა გაიაზროთ რა გავლენა აქვს თქვენს ქმედებას მეორე ადამიანზე, რადგან ხშირად რაღაცას ვამბობთ და ამ ნათქვამს არასწორად იგებენ. ჩვენს ვხედავთ კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარის ქმდებებს, შეცდომებს და გვგონია, რომ მათ უნდოდათ ჩვენი არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩაყენება, ამიტომ უნდა შეეცადოთ ისწავლოთ, წარმოიდგინოთ საკუთარი თავი კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარის ადგილას.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები