LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერთიანება, რომელიც გერმანულ და ქართულ კომპანიებს ეკონომიკური საქმიანობის განვითარებაში ეხმარება

200

ქართველ მეწარმეებს გერმანიის ბაზარზე გასვლაში გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) ეხმარება.

DWV ქართულ კომპანიებს სთავაზობს რიგ მომსახურებებს, რომელიც ამარტივებს მათთვის გერმანულ ბაზარზე გასვლის პროცედურებს. კონკრეულად კი, ბაზრის შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდებას, რაც ითვალისწინებს იურიდიული, საბაჟო, საკრედიტო/საფინანსო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას. DWV ასევე, დახმარებას უწევს დაინტერესებულ პირებს ბიზნესპარტნიორების მოძიებასა და საქმიანი ვიზიტების დაგეგმვაში.

გერმანიის ეკონომიკური განვითარება ”ფორტუნასთან” ამბობს, რომ ქართული მხრიდან გერმანულ ბაზარზე გასვლის ინტერესი მრავალმხრივია.

”ყველაზე დიდი წილი სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და ლოჯისტიჯის სფეროზე მოდის. უმეტეს შემთხვევაში, ქართული კომპანიები გამოხატავენ ინტერესს საკუთარი პროდუქციის ექსპორტის ან უშუალოდ წარმოების პროცესში გერმანული პარტნიორების მოძიების მიმართ. როგორც DWV-ს წევრი, ისე არაწევრი კომპანიების მხრიდან საკმაოდ დიდია მოთხოვნა SES-ის მომსახურებაზე, რომელიც ითვალისწინებს გერმანელი ექსპერტების მოწვევას ადგილობრივ კომპანიებში თანამშრომლეთა კვალიფიკაციის ამაღლების, საწარმოო პროცესისა და საქმიანობის სხვა ასპექტების გაუმჯობესების მიზნით, რისთვისაც ისინი არ ითხოვენ ანაზღაურებას”, – აცხადებენ DWV-ში.

DWV-ში ასევე ამბობენ, რომ ისინი ხელს უწყობენ მის წევრ კომპანიებს კავშირების დამყარებასა და გაფართოებაში. გარდა ამისა, DWV მის წევრ კომპანიებს ეხმარება საქმიანობის არეალის გაფართოებაში.

”ჩვენ პირდაპირი წვდომა გაგვაჩნია გერმანელ ბიზნესმენებთან და მოთხოვნებთან მათი პროდუქციისა და მომსახურების, ინვესტიციებისა და ფინანსური საბაზრო პროექტების შესახებ. DWV პერმანენტულად აწვდის აღნიშნულ ინფორმაციას თავის წევრებს ბიზნეს ბიულეტენების საშუალებით. ამავდროულად, აღნიშნული ბიზნეს ბიულეტენი წარმოადგენს მარკეტინგულ საშუალებას წევრებისათვის საკუთარი პროდუქტისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად. DWV ბიზნეს ბიულეტენი ყოველთვიურად მიეწოდება 5000-ზე მეტ მკითხველს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან არიან ქართული ბაზრით”, – აცნობეს ”ფორტუნას” DWV-დან.

 DWV-ში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას ან ფიზიკურ პირს გააჩნდეს საქმიანი ინტერესი გერმანიის ეკონომიკის მიმართ. გაწევრიანება შესაბამისი აპლიკაციის საფუძველზე ხდება, რომელიც გასაცნობად და დასადასტურებლად DWV-ს მმართველ საბჭოს ეგზავნება. (საბჭო საქართველოში არსებული წამყვანი გერმანული კომპანიებისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლისგან შედგება)

DWV ამჟამად 172 წევრს აერთიანებს. მათ შორის არიან გერმანული კომპანიები და მათი ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში, სტრატეგიული ან/და სადისტრიბუციო პარტნიორები, ინდივიდუალური წევრები ეკონომიკური კავშირებით გერმანიასთან, ფონდები და სხვა არაკომერციული ორგანიზაციები.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) არის გერმანიის შიდა და საგარეო სავაჭრო და სამრეწველო პალატების (AHK-/IHK) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. იგი უკვე 10 წელია, რაც ხელს უწყობს გერმანულ-ქართული ბიზნესურთიერთობების განვითარებას. DWV წარმოადგენს სიდიდით მეორე საწევრო ორგანიზაციას და აერთიანებს 170-ზე მეტ წევრს. იგი არის Messe Frankfurt – ისა (www.messefrankfurt.com) და Senior Experten Service-ის (www.ses-bonn.de) ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში და მან ჩაუყარა საფუძველი ანალოგიური ორგანიზაციის საქმიანობას სომხეთში.

DWV-ს დირექტორის პოზიცია საქართველოში ფინანსდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) პროგრამის ExperTS -ის მხარდაჭერით.

dwv-logo-2013-3-de-ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები