LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია ე.წ ფაშისტურ ჯგუფებზე: სამინისტრო მოქმედებს უკანდახევის გარეშე

55

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეკითხვას უპასუხა, რომელსაც აინტერესებდა სამინისტროს ხედვა ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ე.წ ფაშისტურ ჯგუფებთან დაკავშირებით.

გახარიას თქმით, სამინისტრო მოქმედებს უკანდახევის გარეშე.
„თუ მომავლისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, მოგმართავთ თქვენ, რათა აგრესიული და ფაშისტური ინდენტობის ჯგუფებთან ბრძოლა იყოს უფრო ეფექტური.

სამინისტრო მოქმედებს უკანდახევის გარეშე. მოგეხსენებათ რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია. გამოძიება დაწყებულია იმ კონკრეტულ ფაქტებზე რომელიც მოხდა 13 მაისს“, – განაცხადა გახარიამ.

17 მაისს, ფაშისტური ორგანიზაციის “საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად მსვლელობა გამართეს.

შს მინისტრს გიორგი გახარიას ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები